ოტავა, ონტარიო (10 მარტი) – ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ქვეყნა უცხოური ჩარევით გამოწვეული საფრთხისგან დავიცვათ. კანადის მთავრობა ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ბოლო წლებში კანადა ხშირად ხდება მტრული სახელმწიფოების სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ჩარევით გამოწვეული საფრთხე ახალი მოვლენა არ არის, იგი სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. იქნება ეს ჰაკერული თავდასხმები, არჩევნები ჩვენი საქმისადმი თუ კანადელების ყოველდღიური ცხოვრება.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ღრმად პატივცემულმა მარკო მენდიჩინომ, კანადაში ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის’ შექმნასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. კონსულტაციების მიზანი იმ ადამიანების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა, რომლებიც უცხოური მთავრობის სახელით იწყებენ საქმიანობას, ასევე დაიცვან ის საზოგადოებები, რომლებიც ხშირად ხდებიან უცხოური ჩარევის სამიზნეები. ამ კონსულტაციებით, რომლებსაც მთავარი დაინტერესებულ მხარეები და კანადის საზოგადოება წარუძღვება, ნათელს მოჰფენენ მოქმედებს კურსს, მათ შორის პოტენციურ საკანონმდებლო აქტს.
ყველა კანადელს შეუძლია გაგვაცნოს თავისი შეხედულებები საკონსულტაციო ვებგვერდზე, რომელზეც ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობს და თავის მოსაზრებებს შემოგვთავაზებს. ონლაინ განაცხადების მიღების ვადა 2023 წლის 9 მაისს იწურება. ამ კონსულტაციისას მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს ახალი ღონისძიებების შემუშავებას, რაც კანადის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება.
ყველაზე მეტად დაზარალებული პირებისა და თემების ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალმა ღონისძიებებმა უზრუნველყოს შეხედულებებისა და გამოცდილებების ფართო სპექტრის თავმოყრა. მთავრობა აზრს კითხავს ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც უახლოეს კვირებსა და თვეებში გასამართ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას.
კანადელების დაცვა უცხოური ჩარევისგან სასიცოცხლო, არაპარტიული საკითხია, რომელზეც მთავრობა წლების განმავლობაში მუშაობს. ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი და ნებისმიერი მთავრობა, რადგან ჩვენმა დაარსებულმა ინსტიტუტებმა ნებისმიერ ჩვენგანზე მეტხანს უნდა იარსებონ. ყველაფერი იწყება სამართალდამცავი ორგანოებით, რომლებიც იძიებენ და იყენებენ მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა ინსტრუმენტს. ეს გულისხმობს კანადის ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის გამყარებას – როგორიცაა კანონპროექტი C-26, რაც კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. ყოფილი კანონპროექტი C-76, რომელიც არჩევნებში საგარეო დაფინანსებას ეხებოდა, ახალი რესურსები კანადის სამეფო საცხენოსნო პოლიციისთვის (RCMP), რათა ებრძოლო ფინანსურ დანაშაულს და შექმნა დამოუკიდებელი კომისიები, რომლებიც ჩვენს არჩევნებში შესაძლო ჩარევის მცდელობებს შეისწავლიან. ეს მოიცავს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა დღეს განცხადებული კონსულტაციები.
„კანადა არასოდეს დაუშვებს, რომ უცხოელები ჩვენს საქმეებში ჩაერიონ. როდესაც საუბარია მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყანის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობენ, თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი. კონსულტაციები, რომელიც კანადაში ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის’ შექმნას ეხება, გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომელიც უცხოური ჩარევის აღმოფხვრასა და კანადელების დაცვას ითვალისწინებს“, – განაცხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ღრმად პატივცემულმა მარკო მენდიჩინომ.