საზოგადოებასხვადასხვა

კანადელი ტრანსსექსუალი ევთანაზიას ითხოვს, რადგან სქესის შეცვლის ოპერაციის შედეგად გაუსაძლის ტკივილს განიცდის

0

31 ივლისი, 2023 წ.

ოპერაციის შემდეგ კანადელმა ტრანსსექსუალმა მოითხოვა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემამ სასიკვდილო ინიექციით უზრუნველყოს, რათა დასრულდეს მისი ხანგრძლივი ტანჯვა და ტკივილი, რომელიც ქირურგიული ოპერაციისას „ნეოვაგინის“ გაკეთებამ გამოიწვია.

ლოის კარდინალმა, რომელიც „სტერილიზებულ ტრანსსექსუალად“ მიიჩნევს თავს, სინანული გამოთქვა, რომ 2009 წელს ქირურგიული ჩარევის შედეგად ინვერტირებული პენისიდან იმიტირებული ვაგინა გაიკეთა. მისი თქმით, ქრონიკული ტკივილის გამო ევთანაზია უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე ახალი ოპერაცია. ასეთი ოპერაციის შემდეგ ხშირად განიცდიან ტკივილს, რადგან „ნეოვაგინა“, ფაქტობრივად, ღია ჭრილობაა, რომელიც ყოველდღე უნდა გაფართოვდეს, რომ არ დაიხუროს.

კარდინალმა „დეილი მეილთან“ (Daily Mail) საუბრისას განაცხადა: „მუდმივ დისკომფორტსა და ტკივილს განვიცდი… ეს კი ფსიქოლოგიურად მთრგუნავს. თუ შესაფერის სამედიცინო დახმარებას ვერ აღმომიჩენენ, ამის გაგრძელება აღარ მინდა“.

35 წლის ლოის კარდინალმა ევთანაზიის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ კანადის MaiD-ს (მოკვდინების მიზნით სამედიცინო ჩარევა) მიმართა, თუმცა ლიბერალურმა ეროვნული ჯანდაცვის სისტემამ, რომელიც თვითმკვლელობას ადამიანის არჩევანის უფლებად მიიჩნევს, ალბერტას (პროვინცია დასავლეთ კანადაში) მკვიდრს თავდაპირველად უარი განუცხადა.

„ამჟამინდელ კლინიკურ ინფორმაციასა და კონსულტაციებზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ [პაციენტი] MAiD-ის ახლანდელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს“, − წერს ექიმი.

კარდინალმა ეს სამედიცინო დოკუმენტი „ტვიტერზე“ (Twitter) გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, იგი ევთანაზიის პროგრამაში ვერ მოხვდა, რომელიც განუკურნებელი დაავადებების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რადგან არსებობს ალტერნატიული საშუალებები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია პოსტოპერაციული ტკივილის შემსუბუქება.

კანადელი ტრანსსექსუალის თქმით, ტკივილის შესამსუბუქებლად ერთადერთი ვარიანტი ევთანაზიაა. „უკეთ არ ვხდები და არც უკეთესად რაიმე სახის სამედიცინო დახმარებას მიწევენ“, − აღნიშნა კარდინალმა. „იგი იმდენად არის გენდერული იდეოლოგიების გავლენის ქვეშ, რომ მათ ჩემი ნაცვალსახელები უფრო ადარდებთ“.

კარდინალმა რადიკალური ლგბტ-იდეოლოგიის აქტიური კრიტიკა დაიწყო და განაცხადა, რომ ბავშვები და სხვა დაუცველი კანადელი, მათ შორის კარდინალის მშობლიური თემი, შეიძლება „იმ ტენდენციის მსხვერპლი გახდნენ, რომელიც მედიცინად ყალიბდება“.

„ტრანსგენდერთა თემის ამჟამინდელ რიტორიკას არ ვეთანხმები“, − აღნიშნა კარდინალმა, − „ე.წ. ტრანსგენდერთა მიმართ სიძულვილის გაღვივებას მეტწილად ტრანსგენდერთა თემი უწყობს ხელს, რადგან გულწრფელი და მკაცრი საუბრების უფლებას არ გვაძლევენ“.

ცოტა ხნის წინ ფლორიდის უნივერსიტეტისა (University of Florida) და „ბრუქს რეაბილითეიშენის“ (Brooks Rehabilitation) მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელშიც ნათქვამია, რომ ხუთი ადამიანიდან ოთხი (81 პროცენტი), რომლებმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთეს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქრონიკულ ტკივილს განიცდიდნენ. მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ პაციენტთა 57 პროცენტი ოპერაციის შემდეგ სქესობრივი აქტისას ტკივილს განიცდიდა.

P.S.: „ავიღე დროშა და დავწვი იდეოლოგია, ბავშვებისა და დაუცველი ადამიანების სტერილიზაცია. ამ პოზიციაზე ვრჩები“, − წერს კარდინალი „ტვიტერზე“.

https://www.breitbart.com/europe/2023/07/30/transsexual-requests-euthanasia-in-canada-over-pain-from-sex-change-surgery/

https://twitter.com/duchess_elle?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1684311558346661888%7Ctwgr%5Ebd1cfa303348c9c3ec12503a731061f15f5c6da4%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.breitbart.com%2Feurope%2F2023%2F07%2F30%2Ftranssexual-requests-euthanasia-in-canada-over-pain-from-sex-change-surgery%2F