პოლიტიკასხვადასხვა

კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა

0

კალიფორნიის დემოკრატიული შტატის ჰომოსექსუალმა სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომლებსაც ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერული აკვიატებები აწუხებთ, არ ეკუთვნიან მათ მშობლებს. „ესენი ჩვენი შვილები არიან“, − თქვა მან, სადაც იგულისხმა ე.წ. „ლგბტ-თემი“.

მალევე გაირკვა, რომ მისი ნარატივი არ ვრცელდება მხოლოდ მინდობით აღზრდის ბავშვებზე.
სან ფრანცისკოში „პრაიდის თვის“ დაწყებამდე ვინერმა ასევე თქვა, რომ მშობლები, რომლებსაც სურთ მათ შვილებზე მეურვეობის უფლებების შენარჩუნება, „საზიზღარი ხალხი არიან“.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თემის მიმართ სიძულვილის დიდი ნაწილი სხვა შტატებში კვლავაც აქტუალურია. სამწუხაროდ, ეს სიძულვილი აქაც, კალიფორნიაშიც იგრძნობა“, − ამბობს ვინერი, რომელიც თავს ესხმის სკოლის საბჭოებს − „ძალიან კონსერვატიულ ადგილებს“, და ამტკიცებს, რომ ორი სქესის არსებობა და მშობლების უფლებები „სიძულვილის“ გამოხატულებაა.

წყარო: https://www.instagram.com/p/C7_gfMgt_JF/?igsh=cTIxMGlnY2I1Yzlw