პოლიტიკასხვადასხვა

ჯორჯია მელონი: გენდერული იდეოლოგიის პირველი მსხვერპლი ქალები იქნებიან

0

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქციის, პოპულარიზაცია, საბოლოო ჯამში, „ქალებს დააზარალებს“

იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ, ევროპელ ლიბერალებში გენდერული იდეოლოგიის მზარდი პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოძრაობა, საბოლოო ჯამში, „ქალებს დააზარალებს“, რომლებიც „მისი პირველი მსხვერპლი’ გახდებიან.
ქალთა ყოველკვირეულ ჟურნალ „გრაციასთან“ (Grazia) ინტერვიუში მელონიმ უგულებელყო ამ პროგრესული მოძრაობის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც ბუნებით ცვალებადია. პრემიერის მტკიცებით, იგი მხოლოდ ბიოლოგიური სქესით განისაზღვრება.
„დღესდღეობით ცალმხრივად ითხოვენ, რომ გამოცხადდეს ქალად ან კაცად, ნებისმიერი საშუალების გარეშე – იქნება ეს ქირურგიული, ფარმაკოლოგიური ან თუნდაც ადმინისტრაციული. მამრობითი და მდედრობითი სქესი სხეულშია ფესვგადგმული და ეს უდავო ფაქტია“, – განუცხადა მელონიმ იტალიურ ჟურნალს.
იტალიის პრემიერის თქმით, ნებისმიერი საპირისპირო წინადადება უკვე იდეოლოგიაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქალთა უფლებებსა და უსაფრთხოებას ხელყოფს.
„დღეს, ქალი რომ იყო, ამბობენ, საკმარისია მხოლოდ, რომ ასეთად გამოაცხადო თავი; ამავდროულად მუშაობენ ქალის სხეულის, მისი არსის, მისი განსხვავებულობის წაშლაზე. გენდერული იდეოლოგიის პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ბევრი ფემინისტიც ასე ფიქრობს“.
„იტალიის ძმების“ ლიდერი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ქალებს ხშირად „არ სჯერათ, რომ მამაკაცებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ და, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ეჯიბრებიან, დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს უფრო დაბალი დონე, რომლის მეშვეობითაც თავიანთ უნარებს სხვას გადააბარებენ“.
მელონის სიტყვები ლგბტ თემის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის იტალიელი ლესბოსელების ასოციაცია ArciLesbica-ს პრეზიდენტმა, კრისტინა გრამოლინმა, მოიწონა.
„ვეთანხმები მელონის იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა, რომელიც მამაკაცს მისცეს, რომ ყოველგვარი ქირურგიული, ფარმაკოლოგიური და ადმინისტრაციული საშუალების გარეშე თავის ქალად გამოაცხადოს, ქალებს დააზარალებს“, – განაცხადა გრამოლინმა.
მელონი დიდი ხანია აცხადებს, რომ ქალთა უფლებების ერთგული დამცველია. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იგი ზოგიერთი ფემინისტური ჯგუფის ზეწოლის ქვეშ მოექცა, როდესაც რამდენიმე იტალიურმა მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ პრემიერს აბორტის შესახებ კანონების გაუქმება სურდა.

წყარო: https://is.gd/orRPbT