პოლიტიკასხვადასხვა

ჯორჯ სოროსის მიერ მოსყიდული საერთაშორისო მედია

0

Media Research Centre-ის ანგარიშის ბოლო, მესამე ნაწილს, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, სენსაცია უნდა გამოეწვია. ამის მიუხედავად, ავტორების, ჯოზეფ ვასკესისა და დენ შნაიდერის, დასკვნებში ნათქვამია: „სრულიად ცივილიზებული სამყაროს“ მთელ ან თითქმის მთელ ე.წ. დემოკრატიულ და რა თქმა უნდა, ძალიან თავისუფალ ჟურნალისტიკას 92 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებდა (გამორიცხული არ არის, რომ დღესაც ასე იყოს). დიახ, სწორედ ის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ „სამყარო საზღვრებს გარეშე“, რომელშიც ოჯახს, ასევე სხვა ადამიანურ კავშირებსა თუ ურთიერთობებს ანაცვლებს ყალბი ონლაინ ჩათები, სადაც ადამიანებს არ აქვთ სქესი (ალბათ, ასაკიც) და სახელმწიფოებს არ აქვთ და  არც უნდა ჰქონდეთ საზღვრები.
მსოფლიოს ასეთ მოდელს, ახალს და ლამაზს, რომელზეც ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლი წერდა, უტოპიად მიიჩნევენ. თუმცა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჯორჯ სოროსი მას რეალურს ხდის.
1980-იანი წლების შუა ხანებში დაარსებული ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც ერთი შეხედვით განვითარებადი ქვეყნების განათლების სისტემას ეხმარებოდა და მხარს უჭერდა, მაფიოზურ სინდიკატად ჩამოყალიბდა. ამ წლების განმავლობაში სოროსმა ფონდს 30 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შესწირა. როგორც ამ ტიპის სტრუქტურებს ახასიათებს, სოროსის კოზა ნოსტრამ გავლენის აგენტების მოძიება თითქმის ყველა მსხვილ საერთაშორისო ინსტიტუტში დაიწყო, მათ შორის ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში (იგივე „ვაშინგტონის ჭაობი“, რომლის დაშრობასაც წინა ადმინისტრაცია წარუმატებლად ცდილობდა). გავლენის აგენტებს ასევე ეძებდნენ უმსხვილეს საერთაშორისო მედიაჯგუფებში, როგორებიცაა „სიენენი“, „ენბისი“, „ბლუმბერგი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და ა.შ.
კვლევის ავტორთა მტკიცებით, სოროსი ყველაზე ცნობილი და ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებების ორმოცდაათზე მეტ წამყვან ჟურნალისტსა და მთავარ რედაქტორს მკაცრად აკონტროლებს.
რა თქმა უნდა, „ფილანთროპი“ მილიარდერი თავის ხელქვეითებს დოლარებს ჯიბეებში არ უტენის გვიან ღამით, რომელიმე ჩაბნელებულ შესახვევში.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა: ყველა ეს ადამიანი, თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად სოროსის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სახელით არიან ცნობილი. მაგალითად, ასპენის ინსტიტუტი. სოროსი თავად აფინანსებს ამ ინსტიტუტს, მის თანამშრომლებს და იმ ფორუმებს, რომელთა დღის წესრიგი, რასაკვირველია, „რუსეთის განადგურების“ საკითხს მოიცავს. საუბარია ათობით მილიონ აშშ დოლარზე.
არსებობს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, რომელიც 1981 წელს დაარსდა. მისი ცენტრალური ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ორგანიზაციას არაერთი ცნობილი ადამიანი ხელმძღვანელობს. მაგალითად „სიენენის“ მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი კრისტიან ამანპური, რომლისთვისაც მხოლოდ ორი თვალსაზრისი არსებობს – საკუთარი და არასწორი. ვასკესისა და შნაიდერის მონაცემების თანახმად, სოროსმა ამანპურს გრანტების სახით 1,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოუყო.
აქედან გამომდინარე სრულიად გასაგები იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს მიმართ მისი დაუფარავი აგრესია, რაც გასულ ზაფხულს ჩაწერილი ინტერვიუს დროს გამოავლინა. იმ დროს, როცა უნგრეთის პირველი დიპლომატი თავისი ქვეყნისა და თანამემამულეების ინტერესებს იცავდა, ამანპური იმას იცავდა, ვინც მის საზოგადოებრივ საქმიანობას გულუხვად აფინანსებს.
ვინც იცის თუ როგორ ფუნქციონირებენ მსხვილი დასავლური მედიასაშუალებები, ისიც ეცოდინება, რომ დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რასაც ისინი ამბობენ. მთავარია საზოგადოებრივ აზრს დაეუფლო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ამბობენ და მალავენ. მსხვილი მედიასაშუალებების დასადუმებლად, ანუ დაემალათ და არ ეთქვათ, სოროსმა, კვლევის ავტორების შეფასებით, 130 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაიღო.
სწორედ ასევე ეწევა დღევანდელი დასავლური მედია მილიონობით, ათობით და ასეულობით მილიონი ადამიანის ცნობიერების მანიპულაციას.
ჩვენთვის ყველაზე მარტივი და ნაცნობი მაგალითი. საერთაშორისო მედიას ხანდახან – ნახევარი სიტყვით ან რამდენიმე წუთით – მაინც რომ დაეთმო თავისი საეთერო დრო ან კორესპონდენცია დონეცკიდან მოსული შეყობინებებისთვის, განა ასე იფეთქებდა რუსოფობიისა და სიყალბის ცუნამი, რომელიც  დონბასში სპეცოპერაციის დაწყებას უკავშირდება? ნაკლებად სავარაუდოა.
ბოლო რვა წელი საკმარისი დრო იყო იმაზე სასაუბროდ თუ როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები, რა პირობებია, რა სურვილები ამოძრავებთ, რაზე საუბრობენ ან ფიქრობენ.
დუმილის ფიგურა, შეგნებულად ვეთანხმებით, შეგნებულად ვუწყობთ ხელს, ზუსტად შეესაბამება დამოკიდებულებას: „თუ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ესეიგი არ არსებობს, და არც ეს ადამიანები არსებობენ“. ამან თავისი როლი შეასრულა. ამგვარი მიდგომა წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ ფუნქციონირებს დღესდღეობით ყველაზე მძლავრი პროპაგანდისტული, ჩინებულად დაზეთილი მანქანა, რომელიც ყოველწლიურ ტექდათვალიერებას გადის. ასეთი გარიგებები, როდესაც პრესა მთლიანად შეიმოსა თეთრ პალტოში, იმალებოდა, იმალება და დაიმალება, ძალიან ბევრია (ილუზიების გარეშე, იქ ურყევი ადამიანები არ მუშაობენ, ისინი ცინიკოსები არიან, რომლებსაც ხელფასის სახით მილიონებს უხდიან).
სოროსმა თავისი ბუნებიდან გამომდინარე პრესას შეგნებულად ჩამოართვა საზოგადოების დამხმარისა და მასწავლებლის (რომელიც მას აზრების ჩამოყალიბებაში ეხმარება) ფუნქცია  და იგი მისი ბატონ-პატრონის ბიზნესინტერესების მსახურად აქცია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად მილიარდერს არასოდეს დაუმალავს, რომ თავისი ფულით ისტორიის მიმართულებისა და საზოგადოების ბუნების შეცვლას აპირებს. რა თქმა უნდა, უანგაროდ არა, სარგებელიც უნდა მიიღოს.
მართლაც, 1990-იან წლებში, საპატიო საბაბით, სოროსმა არა მხოლოდ რუსული ბიბლიოთეკების შენახვისთვის (ლიბერალების ნახევარი მზად იყო ამის გამო მისთვის დილიდან საღამომდე ფეხსაცმელები ეწმინდა) გაიღო თანხები, არამედ სახელმძღვანელოების გამოცემასაც აფინანსებდა. ნარატივი დამკვეთმა უკარნახა, რაც მას სჭირდებოდა.
მართლაც, სოროსი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გრანტების სახით კაპიკებს უყრის რუს მეცნიერებს (იმავე ლიბერალების მეორე ნახევარი ქველმოქმედის ყოველ ასეთ დაცემინებას ქება-დიდებას ასხამს, რასაც სმერდიაკოვშინის სუნი ასდის), რითაც კეთილმოსურნე ფრთიანი ანგელოზის რეპუტაცია შეიქმნა. მხოლოდ შარავანდიღა აკლდა. შემდეგ გამოცხადდა „სვიაზინვესტის“ პრივატიზაციის ტენდერი. საყვარელი ბაბუა, რომელსაც სახეზე კეთილი ღიმილით დასთამაშებს და საქმოსანისთვის დამახასიათებელი ცივი გამოხედვა აქვს, შეიძლებოდა რუსული ტელეგრაფისა და ფოსტის ერთპიროვნული მფლობელი გამხდარიყო. რასაკვირველია, ამაში არ ვთვლით ტელეკომუნიკაციებს, სატელიტებსა და იმ ყველაფერს, რასაც თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები მოიცავენ.
სახელმწიფომ, რომელიც მაშინ სწრაფი რეაქციით არ გამოირჩეოდა, მაინც გააცნობიერა თუ რა საფრთხეს უქადდა „ღია საზოგადოების“ ეს თამაშები. მიიღეს შესაბამისი ზომები. შეიძლება არც ისეთი გონივრული, თუმცა ახალი რუსეთი მხოლოდ არსებობის ექვს წელს ითვლიდა. როგორც შეძლეს, ისე გააკეთეს.
ის ფაქტი, რომ 92 წლის მილიარდერს თავისი გემოვნებით სურს „მთელი ცივილიზებული სამყაროს“ გადაკეთება – გენდერული საკითხებით, რაც ლგბტ დღის წესრიგით არის განსაზღვრული; პრესით, რომელსაც გაწვრთნილი ძაღლივით თავისი პატრონისთვის ჩუსტები და გაზეთები მოაქვს;  იმით, რომ ადამიანები ვეღარ გრძნობენ, რომ მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრობენ; იმით, რომ დაავიწყდათ ცხოვრების აზრი, რომლის თანახმადაც დედამიწაზე დიდხანს არ დავრჩებით – უკვე ჩვენი პრობლემა აღარ არის.
ვაცნობიერებთ, რომ დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარაფერი ექვემდებარებოდეს სოროსის გავლენას და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ და როგორი ღირებულებებით ვამაგრებთ მის საძირკველს.

წყარო: https://is.gd/Wopxf5