24 მაისი, 2023 წ.
„ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტლის“ (Johns Hopkins Hospital) ცნობილი ფსიქიატრი, დოქტორი პოლ რადნი მეკჰიუ ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერები ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი ფორმით იტანჯებიან და სქესის შეცვლა „ბიოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია“.
„პედიატრიის ამერიკული კოლეჯის“ გადაწყვეტილებით, ბავშვთა ტრანსგენდერიზმი ბავშვზე ძალადობაა. ადამიანები ყველგან ემოციურ კრიზისში იმყოფებიან!
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანებს ძალიან სერიოზულად უნდა მოეპყრნენ, როდესაც თავიანთი გრძნობების გამოსწორებას ოპერაციით ან სახიფათო ჰორმონების მიღებით ცდილობენ, რადგან ისინი სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ. შეიძლება, რომ ადამიანები მკურნალობას არ დათანხმდნენ?
შეიძლება, რომ ადამიანები დაეთანხმონ იმას, რომ ბავშვებმა ეს არჩევანი არ გააკეთონ?
დოქტორ მეკჰიუს თქმით, ადამიანები, რომლებიც სქესის შეცვლას უჭერენ მხარს, სინამდვილეში ფსიქიკურ აშლილობას უჭერენ მხარს.
„სი ენ ეს ნიუსის“ (CNS News) ინფორმაციით, „ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტლის“ ყოფილმა მთავარმა ფსიქიატრმა და ფსიქიატრიის გამოჩენილმა პროფესორმა, დოქტორმა პოლ რადნი მეკჰიუმ, განაცხადა, რომ ტრანსგენდერიზმი „ფსიქიკური აშლილობაა“, რომელიც იკურნება. ასევე სქესის შეცვლა „ბიოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია“ და ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სქესის შეცვლას, ხელს უწყობენ ფსიქიკურ აშლილობას.
დოქტორმა მეკჰიუმ, რომელიც 6 წიგნისა და, სულ მცირე, 125 რეცენზირებული სამედიცინო სტატიის ავტორია, თავისი შენიშვნები „უოლ სთრით ჯურნალის“ (Wall Street Journal (WSJ) ბოლო სტატიაში გააკეთა, რომელშიც განმარტა, რომ ტრანსგენდერული ოპერაცია გამოსავალი არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან „სავარაუდო აშლილობით“ – წარმოდგენა, რომ მათი სქესი განსხვავდება იმისგან, რაც ბუნებამ ბიოლოგიურად მიაკუთვნა.
მეკჰიუმ ახალი კვლევის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც თვითმკვლელობის მაჩვენებელი ტრანსგენდერებს შორის, რომლებმაც სქესი შეიცვალეს, 20-ჯერ მაღალია, ვიდრე არატრანსგენდერებში. დოქტორმა მეკჰიუმ ასევე ყურადღება გაამახვილა „ვანდერბილტის უნივერსიტეტისა“ (Vanderbilt University) და ლონდონში მდებარე „პორტმანის კლინიკის“ (Portman Clinic) მიერ იმ ბავშვებთან მიმართებით ჩატარებულ კვლევებზე, რომლებმაც ტრანსგენდერული გრძნობები გამოხატეს, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ბავშვების 70-80 პროცენტს „სპონტანურად გაუქრა ეს გრძნობები“.
დოქტორი მეკჰიუ თავის სტატიას აჯამებს და ამტკიცებს, რომ ვინც სქესის შეცვლას იწონებს, ფსიქიკურ აშლილობას უჭერს მხარს: „ტრანსგენდერების ბუნებასთან მიმართებით მთავარი პრობლემა დაბნეულობაა. „სქესის შეცვლა“ ბიოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია. ადამიანები, რომლებიც სქესის შეცვლის ოპერაციას იტარებენ, არ იცვლებიან. მამაკაცები ქალები არ ხდებიან ან პირიქით. ისინი ან ფემინიზირებულ კაცებად ყალიბდებიან ან მასკულინურ ქალებად. იმის მტკიცება, რომ ეს სამოქალაქო უფლებების საკითხია და ქირურგიული ჩარევა წახალისებაა, სინამდვილეში ფსიქიკური აშლილობის ხელშეწყობაა“.
წყარო:
1. https://principia-scientific.com/johns-hopkins-chief-psychiatrist-transgender-is-mental-disorder/
2. https://www.cnsnews.com/article/national/michael-w-chapman/johns-hopkins-psychiatrist-transgender-mental-disorder-sex