ტაკერ კარლსონი და რობერტ ფ. კენედი უმცროსი უკრაინაზე, ბიოლაბორატორიებსა და ბიძამისის მკვლელებზე საუბრობენ
17 აგვისტო, 2023 წ.
14 აგვისტოს X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გამოქვეყნებულ ხანგრძლივ ინტერვიუში რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა და ტაკერ კარლსონმა უკრაინაზე, ბიოლაბორატორიებსა და ჯონ კენედის მკვლელებზე ისაუბრეს. კარლსონმა ნათლად განაცხადა, რომ კენედისთვის ვაქცინებთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ შეკითხვების დასმას არ აპირებდა, რასაც მეინსტრიმული მედიასაშუალებები ბანალური მიზეზების გამო დიდ ყურადღებას უთმობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი და მამამისი სიცოცხლეს გამოასალმეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ რობერტ ფ. კენედი უმცროსის დაცვაზე უარი განაცხადა.
„დაცვის შესახებ საიდუმლო სამსახურს მაისში მივმართეთ. პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ნებისმიერი კანდიდატი, ნებისმიერი მიზეზით საიდუმლო სამსახურის დაცვით უზრუნველყოს“, − განაცხადა კენედიმ.
კენედის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას საიდუმლო სამსახურის დაცვა არჩევნებამდე 500 დღით ადრე დაუნიშნეს, ბიძამისს − ტედ კენედის კი არჩევნებამდე 450 დღით ადრე.
„ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტი უსამართლოდ იქცევა“, − დასძინა კენედიმ.
უკრაინის თემა
(მე-12 წუთზე) კენედი ამბობს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკელებს ატყუებენ. „ყველა ომის დროს ასე ხდება. არის ერთი ცუდი, ძალიან ბოროტი ბიჭი, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას ან ამერიკაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს. ჩვენ კარგი ბიჭები უნდა ვიყოთ, უნდა წავიდეთ და უნდა შევაჩეროთ ეს“.
კენედიმ განაგრძო: „ნეოკონსერვატორები 2001 წლიდან საუბრობენ NATO-ს უკრაინაში შესვლაზე. ამ საკითხის ისტორიას მოგიყვებით. 1992 წელს კედლები დაინგრა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. გორბაჩოვმა ტონი ბლერსა და პრეზიდენტ ბუშს უთხრა: „აღმოსავლეთი გერმანიიდან 400 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის გაყვანას ვაპირებ. NATO-ს დროშის ქვეშ გერმანიის გაერთიანების ნებას გაძლევთ. ასე რომ, ალიანსის ჯარები, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, ჩვენს ყაზარმებსა და ბაზებზე დაბინავდებიან. თქვენგან ერთადერთი ვალდებულების შესრულებას ვითხოვ, როდესაც იმის ნებას მოგცემთ, რომ გერმანია NATO-ს წევრი გახდეს, აღმოსავლეთისკენ აღარ დაიძვრებით“.
იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა: „გპირდებით, რომ NATO ერთი დუიმითაც კი არ წაიწევს აღმოსავლეთისკენ“.
„ხუთი წლის შემდეგ, 1996-1997 წლებში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა: „კეთილი, NATO-ს ძალები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უნდა შევიყვანოთ“.
აშშ-ის ბიოლაბორატორიები უკრაინაში
დაახლოებით 35 წუთის შემდეგ კარლსონი და კენედი აშშ-ის ბიოლოგიური იარაღების პროგრამის შესახებ იწყებენ საუბარს.
„36 ათასი „სიკვდილის მეცნიერი“ ამჟამად მხოლოდ ისეთი მიკრობების შექმნით არის დაკავებული, რომლებიც შეიძლება ადამიანების მოსაკლავად გამოიყენონ“, − აღნიშნა კენედიმ.
ვინ მოკლა ჯონ ფ. კენედი
კენედის მტკიცებით, ბიძამისის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) მონაწილეობდა და მისი თანამშრომლების უმეტესობას კუბასთან ჰქონდა კავშირები.
„მკვლელობაში მონაწილე თითქმის ყველა პირი მაიამის რეზიდენტურასთან იყო დაკავშირებული, რომელიც იმხანად სამმართველოს ყველაზე დიდი რეზიდენტურა გახლდათ. ძირითადად, ეს იყო კუბის რეზიდენტურა“, − აღნიშნა კენედიმ.
„ამ რეზიდენტურასთან დაკავშირებული იყვნენ ბილ ჰარვი და დეივიდ ატლი ფილიპსი, რომლებიც აშკარად მონაწილეობდნენ ბიძაჩემის მკვლელობაში. ყველა მტკიცებულების თანახმად, იგი ლენგლიში ლი ჰარვი ოსვალდის დამმუშავებელი იყო“.
კენედის თქმით, კორპორაციული მედია მის შესახებ „აშკარა ტყუილებს“ ავრცელებს და ამერიკაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს.
https://www.zerohedge.com/political/tucker-and-rfk-jr-talk-ukraine-biolabs-and-who-killed-his-uncle