პოლიტიკასხვადასხვა

ჯო ბაიდენის „ტიკტოკერთა არმიამ“ ჯორჯ სოროსისგან მემარცხენეთა იდეების პოპულარიზებისა და კონსერვატორების დამარცხებისთვის ასი ათასობით აშშ დოლარი მიიღო

0

საჯარო დოკუმენტების და სოციალური მედიის ანალიზის თანახმად, რომელიც „ნიუ იორკ პოსტმა“ (New York Post) გამოაქვეყნა, მილიარდერი დემოკრატი ჯორჯ სოროსი თავისი რადიკალური მემარცხენე იდეების პოპულარიზებისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქება-დიდებისა და კონსერვატორების კრიტიკისთვის „ჯენ ზის“ (Gen-Z, თაობა Z) „ტიკტოკერთა არმიას“ აფინანსებს.

2020-2021 წლებში სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ არაკომერციულ ორგანიზაცია Accelerate Action Inc-ს 5,5 მილიონი დოლარი გამოუყო, რომელმაც, თავის მხრივ, 2022 წელს კიდევ ერთ არაკომერციულ ორგანიზაცია Gen Z for Change-ს სულ მცირე, 300 ათასი აშშ დოლარი გადასცა. ეს უკანასკნელი 500 „აქტივისტით, ორგანიზატორითა და დამფუძნებლით“ დაკომპლექტებული ქსელით ამაყობს. ეს ყველაფერი საგადასახადო დეკლარაციებით ხდება ნათელი.

Gen Z for Change-ის ვებგვერდის თანახმად, „ვოუკიზმის“ რიგითი ჯარისკაცები რეგულარულად ითხოვენ სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას, პოლიციელთა დაფინანსების შეწყვეტასა და სათავდებო თანხის გაუქმებას.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი პოლიტიკის დღის წესრიგის აფიშირებას ყოველთვის Gen Z for Change-ისა და სხვა სოციალური მედიის ვარსკვლავებს ანდობდა.

2022 წლის მარტში თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა Gen Z for Change-ის აქტივისტებს უკრაინაში აშშ-ის ბრძოლის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს. ისინი აშშ-ის გენერალურ ქირურგ ვივეკ მარტისთან კორონავირუსის შესახებ ლაქლაქებდნენ და ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ბაიდენს ხვდებოდნენ, ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ (Washington Post) იტყობინება.

Gen Z for Change-ის აქტივისტების წვლილის აღიარების ნიშნად, ისინი თეთრ სახლში ინფლაციის შემცირების აქტის (IRA) ხელმოწერის დასადასტურებლადაც მიიწვიეს.

„ცალსახად ვუჭერთ მხარს „მედიქერს“, ახალ მწვანე შეთანხმებას, პალესტინის გათავისუფლებასა და პროგრესული პოლიტიკის სიჭარბეს, რომელსაც Gen Z-ს დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, – განუცხადა Gen-Z for Change-ის დამფუძნებელმა ეიდენ კონ-მერფიმ თავის 288 ათას ტიკტოკერ მიმდევარს.

კონ-მერფის სპიკერების ბიუროს ინფორმაციით, იგი თავად კურირებდა პარტნიორულ ურთიერთობებს თეთრ სახლსა და დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტთან.

24 წლის ვიქტორია ჰემეტი, რომელიც Gen-Z for Change-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, ხშირად ტეხს განგაშს ქალთა პრობლემებისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ.

„ექვსი კვირის შემდეგ აიოვას შტატში აბორტი აიკრძალება, როგორც კი მის აკრძალვას გუბერნატორი მოაწერს ხელს“, – განუცხადა ჰემეტმა თავის 819 ათას მიმდევარს.

„თუ 13 წლის პატარა გოგონა ძალადობას განიცდის და ძალიან ეშინია ან არ იცის როგორ განაცხადოს ამის შესახებ, იგი იძულებული იქნება, რომ მოძალადის შვილი ბოლომდე შეინარჩუნოს“.

20 წლის კონორ სტეიტონმა, რომელიც Gen-Z for Change-ის ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, 2022 წელს ბუფალოში მომხდარი სროლის შემდეგ, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უხეში სიტყვებით მიმართა რესპუბლიკური პარტიის წევრ ელის სტეფანიკს და იგი „ნეონაცისტური და თეთრი რასის უპირატესობის იდეის“ გამეორებაში დაადანაშაულა.

„ელის, ჯობია ენას კბილი დააჭირო“, – სტეიტონმა იმავე თვეს ვიდეო ჩაწერა და თავის 557 ათას ტიკტოკერ მიმდევარს გაუზიარა.

კრიტიკოსების თქმით, სოროსის კონტროლირებული „ჯენ ზის“ ბუზღუნი შეშფოთებას იწვევს.

„ჯორჯ სოროსი იმ პლატფორმის მომხმარებელ ულტრამემარცხენე აქტივისტებს აფინანსებს, რომლებიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ექვემდებარებიან“, – განუცხადა სტეფანიკმა „ნიუ იორკ პოსტს“.

აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) ვებგვერდზე არ იძებნება Gen-Z for Change-ის საგადასახადო ფორმები. კონ-მერფიმ არაერთხელ უგულებელყო „ნიუ იორკ პოსტის“ თხოვნა, რომელიც მათ მიწოდებას უკავშირდება.

https://nypost.com/2023/09/16/joe-bidens-tiktok-army-funded-by-george-soros/