მთავარი ამბავი

ჯო ბაიდენი უნდა შევაჩეროთ

0

ავტორი ქეითი პავლიჩი, 26 აპრილი, 2023 წ.

უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ იყრის კენჭს, ვიცე-პრეზიდენტი კი კვლავ კამალა ჰარისი იქნება.
თეთრი სახლის მთავარმა მთავარმა ბინადარმა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ბაიდენმა დამღუპველი საგარეო პოლიტიკით შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა და ამერიკა მთელ მსოფლიოში ძალიან დაასუსტა.
ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მხარს ამერიკელების თავისუფლებებს უჭერს. თუმცა რეალობა და მისი ქმედებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
ბაიდენმა ფედერალური ძალაუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასახმელად არაერთხელ გამოიყენა და ამერიკელების ფუნდამენტური უფლებებიც მრავალჯერ დაარღვია. მაღალი ინფლაციით ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა, იპოთეკის სფეროში მარქსისტული პოლიტიკა გაატარა (რაც მორიგ საბინაო კრიზისამდე მიგვიყვანს) და შრომისმოყვარე ამერიკელებს აკადემიური ხარისხის მფლობელთა სტუდენტური ვალის გადახდა აიძულა. ბაიდენს ჩვევად ექცა ისეთი ფუნდამენტური ამერიკული ფასეულობების განადგურება, როგორიცაა შრომისმოყვარეობა და პირადი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი შვილთან, ჰანტერთან, თანამონაწილეობით გააკეთა, რათა ქვეყანა უცხოელ მოწინააღმდეგეებს მიჰყიდოს.
ბაიდენი თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა თავს ესხმის თქვენს უფლებას, რომელიც მეორე შესწორებით არის გამყარებული. იგი იარაღის აკრძალვის მოწოდებით გამოდის და ხელს აწერს პრეზიდენტის ბრძანებულებებს. მისი თანხმობით მთავრობაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა „დიდი ხუთეულის“ (Big Tech) დაწესებული ცენზურით პირველი შესწორება დაარღვიეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მცდელობაზე სამსახურებიდან გაათავისუფლოს ათასობით ამერიკელი, რომლებმაც არაეფექტურ ვაქცინაციაზე უარი განაცხადეს.
Townhall-ი ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას პასუხისმგებლობას 2021 წლის იანვარიდან აკისრებს, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების უმეტესობა მის პოლიტიკას მხარს უჭერს, ჩვენ მათ ვამხელთ.
ამას თქვენი დახმარებისა და ჩვენი VIP წევრების მხარდაჭერის გარეშე ვერ გავაკეთებთ. ყოველდღიურად ვაშუქებთ თეთრ სახლში, იუსტიციის დეპარტამენტსა თუ კაპიტოლიუმში მიმდინარე პროცესებს, არც სხვა პოლიტიკური აქტიურობები გვრჩება ყურადღების გარეშე. ჩვენი რეპორტიორები მუხლჩაუკეცავად მუშაობენ, რათა ახალი ამბები ლიბერალური მედიის ინტერპრეტაციების გარეშე გაგაცნონ. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოგვადგა, მზად ვართ მისი ყოველი მომენტი აქტიურად გავაშუქოთ.

წყარო: https://is.gd/jUkups