ეკონომიკასხვადასხვა

ჯიმ რიკარდსი: BRICS-ის ახალი ვალუტა აშშ დოლარს ანადგურებს

0

25 ივლისი, 2023 წ.

ფინანსურ თემაზე დაწერილი არაერთი ბესტსელერის ავტორმა ჯიმ რიკარდსმა თავის ახალ ბესტსელერში (Sold Out) იწინასწარმეტყველა, თუ რატომ გამოიწვევს მიწოდების ჯაჭვის განადგურება დიდ ინფლაციას.

რიკარდსი მართალი იყო და დღემდე ამტკიცებს: „მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები და ინფლაცია ჯერ არ დასრულებულა“. მაგალითად, მიწოდების ჯაჭვი კვლავ სუსტია. გაიხსენეთ, გასულ კვირას უკრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. რიკარდსი აღნიშნავს: „ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინმა დიდი მოთმინება გამოიჩინა. მან შეთანხმება დადო, უკრაინა კი ამ შეთანხმებას არ ასრულებდა. პუტინი ამბობს, ჩვენ თავს გვესხმიან, ასე რომ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ შეთანხმებას. როგორ მოვიქცეთ მარცვლეულის ფასთან დაკავშირებით? ეს მარცვლეულის ფასების ზრდას გამოიწვევს და მხოლოდ რამდენიმე დღეში მისი ფასი უკვე 10 პროცენტით გაიზარდა“.

BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) ოქროთი უზრუნველყოფილი ვალუტის შესახებ შესაძლოა მომავალი თვის შუა რიცხვებში განაცხადონ. რიკარდსი ვალუტის ერთეულს BRIC-ის სახელით მოიხსენიებს. ახალი ვალუტა აშშ დოლარის კონკურენტია, თუმცა რიკარდსის თქმით, „იგი სარეზერვო ვალუტა არ არის…“

„…ვფიქრობ,ერთი BRIC-ი (ვალუტა) შეიძლება 8 გრამი ოქროთი იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა არ ვიცი. რაც ვიცი არის ის, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი ახალი ვალუტის ოქროს წონაზე მიმაგრებას აპირებენ… მას ოქროთი ვერ გამოისყიდი, ის ოქროზეა მიმაგრებული“.

„ვთქვათ, BRIC-ი უნცია ოქრო ღირს. დღეს უნცია ოქროს ფასი 1,970 აშშ დოლარია. BRIC-ი არა აშშ დოლარზე, არამედ ოქროზეა მიმაგრებული. ასე რომ, ოქროს დოლარის ფასი მუდმივად ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარი/BRIC-ის გაცვლითი კურსიც მუდმივად ითამაშებს. მათ BRIC-ის დაცვა არ მოუწევთ, რადგან ოქრო აქვთ, თუმცა ოქროთი არ უნდა გაამყარონ… ისინი ოქროს საერთოდ არ საჭიროებენ“.

„თუ თქვენ ვალუტას ოქროს მიამაგრებთ, ისურვებდით ფასების თამაშს? თქვენ ოქროს ფასის გაზრდას ისურვებდით, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ BRIC-ი უფრო მეტი აშშ დოლარი ეღირება და ეს უკანასკნელი ძალას დაკარგავს. ეს კი აშშ დოლარის განადგურების საშუალებაა.

„თქვენ არც აშშ დოლარი და არც ოქრო გინდათ. თუ გინდათ, ჭკვიანური ნაბიჯი გადადგათ, მაშინ თქვენი ვალუტა ოქროს უნდა მიამაგროთ და როდესაც აშშ დოლარის ინფლაცია ზრდას დაიწყებს, თქვენი ვალუტა უფრო ღირებული გახდება, რადგან იგი არა აშშ დოლარს, არამედ ოქროს მიამაგრეთ“.

„ასე რომ, მე BRICS-ის წევრი რომ ვყოფილიყავი, კერძოდ, რუსეთი, და ჩემი ვალუტა რომ ოქროს ყოფილიყო მიმაგრებული და სურვილი მქონოდა, იგი უფრო ღირებული ყოფილიყო, ვიდრე თქვენი ვალუტა (აშშ დოლარი), ამის ერთადერთი საშუალება მიწოდების ჯაჭვის მოშლა, ნავთობის, ბენზინისა და მარცვლეულის ფასების აწევა იქნებოდა, რაც ღორისა და ქათმის ხორცზე ფასების ზრდას გამოიწვევდა…“

ჯიმ რიკარდსი ამ წლის დეფლაციასა და მის შემდეგ მოსალოდნელ დიდ ინფლაციაზეც საუბრობს. მისი პროგნოზით, ადამიანებს, რომლებიც აშშ დოლარით სარგებლობენ, დიდი ინფლაცია ელით.

https://usawatchdog.com/new-brics-currency-boosts-gold-destroys-dollar-jim-rickards/