პოლიტიკასხვადასხვა

ჯიმ ქუინი აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციაზე – ეს შეშლილი სოციოპათები საკუთარი მიზნების მისაღწევად არმაგედონზეც არ იტყვიან უარს

0

ჩვენი მთავრობა ან ფარდის მიღმა მდგარი მილიარდერი გლობალისტები, რომლებიც არავის აურჩევია, გვეუბნებიან, რომ რუსეთი და ჩინეთი „ცუდი ბიჭები“ არიან. ისინი მტრებად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები თავიანთი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

შეერთებული შტატები საერთაშორისო ხულიგანია, რომელიც თავისი ბრძანებების შესასრულებლად აშინებს და ქრთამს აძლევს სხვადასხვა ქვეყნებს.

უკრაინა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და ბაიდენის კრიმინალური ოჯახის სათამაშო მოედანია. კიევი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და მისი ნეოკონსერვატორი კურატორების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც რუსეთის სისხლისგან დაცლას და მომდევნო ომში მის დამარცხებას ცდილობენ. ისინი ახალგაზრდა უკრაინელებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, რის გამოც ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამას აკეთებს შეერთებული შტატების გლობალური იმპერია. იგი ანადგურებს.

ბენჯამინ ფრანკლინი მართალი იყო. ხელისუფლება გვეუბნება ვინ არის ცუდი ბიჭი, თუმცა სინამდვილეში ისინი არიან ცუდი ადამიანები. უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები თავიანთ მომავალ ომებში საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ. ეს შეშლილი სოციოპათები საკუთარი მიზნების მისაღწევად არმაგედონზეც არ იტყვიან უარს. სანამ გაგვანადგურებენ, უნდა გადავწყვიტოთ, როდის მოვახდინოთ რევოლუცია. ეს დრო უახლოეს რამდენიმე წელში დადგება. არჩევანი თქვენზეა.

https://www.zerohedge.com/political/how-far-are-we-revolution