პოლიტიკასხვადასხვა

ჯეიმს ქომერი: საბანკო ჩანაწერები ადასტურებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მათმა კომპანიებმა ბაიდენის ოჯახს, მათ პარტნიორებსა და კომპანიებს 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაუხადეს

0

„კომიტეტმა იმ პირებისა და კომპანიების ათასობით საბანკო ჩანაწერი განიხილა, რომლებიც ბაიდენებსა და მათ პარტნიორებთან არიან დაკავშირებული. კომიტეტმა მიიღო საბანკო ჩანაწერები ოთხი სასამართლო უწყების შესაბამისად, რომლებიც სხვადასხვა ბანკს გავუგზავნე. ეს იყო მიზანმიმართული და კონკრეტული უწყებები და თითოეული განსხვავებული იყო იმ ინფორმაციული თვალსაზრისით, რასაც, ჩვენი აზრით, ბანკები ფლობდნენ.
ყველა ამ უწყებამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა, რომლის შესახებაც არაფერი თქმულა და რომელიც კომიტეტს იმის გაგებაში დაეხმარა თუ როგორ აწარმოებდნენ ისინი თავიანთ ბიზნესს.
კომიტეტი შეშფოთებულია ამ ჩახლართული, საეჭვო ქსელით, რომელიც 20-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. დავადგინეთ, რომ ბაიდენები და მათი პარტნიორები ამ კომპანიებს გასამდიდრებლად იყენებდნენ.
ხსენებული კომპანიების უმეტესობა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები იყო. ისინი ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისას დააარსეს. საბანკო ჩანაწერები ადასტურებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მათმა კომპანიებმა ბაიდენის ოჯახს, მათ პარტნიორებსა და კომპანიებს 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაუხადეს.
ამ ფულის გარკვეული ნაწილი ერთმა ჩინურმა კომპანიამ გადაიხადა, რომელიც ჰანტერ ბაიდენის კომპანიის ანგარიშზე დაირიცხა. სხვა გადარიცხვები რობ უოკერის დახმარებით განხორციელდა, რომელმაც შემდეგ ეს ფული ბაიდენის ოჯახის სხვა წევრებს გაუგზავნა.
კანონიერ ბიზნესს ასე არ აწარმოებენ. ბაიდენებთან დაკავშირებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა შეერთებულ შტატებში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიები დააარსეს და მალევე თავიანთი წილი ჩინელებს გადასცეს“.

წყარო: https://www.instagram.com/reel/CsEJ9HRuRbS/?igshid=MzRlODBiNWFlZA%3D%3D&fbclid=IwAR3OeXZAMHM59Sj_Offzv_reZs9RQIKQ_fEDqF-wND6W_s6Ez9pxAcIc7Tk