პოლიტიკასხვადასხვა

ჯეიმს ქომერი პრეზიდენტ ბაიდენს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წელს მისმა ოჯახმა ჩინეთიდან ფული მიიღო

0

სამშაბათს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარე ჯეიმს ქომერმა პრეზიდენტ ბაიდენს სიმართლის თქმისკენ მოუწოდა
„მყარი მტკიცებულებების მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღემდე უარყოფს, რომ მისი ოჯახი საეჭვო უცხოურ ფინანსურ ტრანზაქციებშია ჩართული“, – წერს ქომერი თეთრი სახლის პრესმდივნისთვის, კარინ ჟან-პიერისთვის, გაგზავნილ წერილში.
„პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი იყო“, – განაცხადა ქომერმა და თეთრ სახლს შეახსენა, რომ მისმა კომიტეტმა „საბანკო დოკუმენტები ერთი ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღო, რომელიც სასამართლოში გამოიძახეს“.
გასულ პარასკევს, როდესაც ჯო ბაიდენს ბოლო დროს გამოვლენილი ფაქტების შესახებ კითხვები დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები ჩინეთიდან ფულს არ იღებდნენ.
გასულს ხუთშაბათს ქომერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორს ერთმა ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ 3 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულის გადახდა არც მას შემდეგც შეწყვეტილა, რაც 2017 წელს ბაიდენმა  ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. თავის მხრივ, ოჯახის ბიზნესპარტნიორმა ჰანტერს, ჯეიმსს, ჰეილისა და უცნობ „ბაიდენს“ 1,3 მილიონი აშშ დოლარი გაუგზავნა.
გასულ პარასკევს, თეთრმა სახლმა უარი განაცხადა ეპასუხა კომენტარზე, როდესაც Breitbart News-ის წარმომადგენელმა კითხვა დასვა – მართლა სჯერა ჯო ბაიდენს, რომ ჰანტერმა ჩინეთიდან ნაღდი ფული არ მიიღო.
2018 და 2020 წლებში პიტერ შვეიცერმა, რომელიც Breitbart-ის მთავარი სტატიების ავტორი და ‘სახელმწიფო ანგარიშვალდებულების ინსტიტუტის’ ხელმძღვანელია, ორი მნიშვნელოვანი წიგნი Secret Empires-ი და Profiles in Corruption-ი გამოაქვეყნა. ორივე მათგანმა New York Times-ის ბესტსელერების სიაში 1-ლი ადგილი დაიკავა. წიგნებში საუბარია იმაზე თუ როგორ გაფრინდნენ ჰანტერ და ჯო ბაიდენები 2013 წელს Air Force Two-ით ჩინეთში, სანამ ჰანტერის კომპანია 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას გააფორმებდა ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ Bank of China-ს შვილობილი კომპანიასთან. შვეიცერმა ასევე ფარდა ახადა ბაიდენის ოჯახის სხვა დიდ და მომგებიან საგარეო გარიგებებსა და ახლო მეგობრების სახელისუფლებო თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტებს.
Breitbart-ის პოლიტიკური რედაქტორის, ემა-ჯო მორისის, საგამოძიებო ნაშრომმა „ლეპტოპი ჯოჯოხეთიდან“, რომელიც New York Post-ში გამოქვეყნდა და ჰანტერ ბაიდენს ეძღვნება, მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც მორისმა მირანდა დივაინთან ერთად დაადგინა, რომ ჯო ბაიდენი საიდუმლოდ იყო დაკავშირებული ჰანტერის ბიზნესთან და, როგორც ჩანს,  ათ პროცენტიან წილსაც ფლობდა კომპანიაში, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებმა დააფუძნეს.
P.S. „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება“ ვითომც მისმა ოჯახმა ჩინური ენერგოკომპანიისგან ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო“.
ეს უნამუსობაა.
კომიტეტს აქვს ბანკის ოფიციალური დოკუმენტები.
პრესმდივანმა პრეზიდენტის განცხადებაში შესწორება უნდა შეიტანოს“.
ვკითხულობთ ქომერის მიერ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რასაც თან ერთვის შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტები.

წყარო: https://is.gd/ZEdrI2 | https://is.gd/DxXfxb