24 ივნისი, 2023 წ.
ჰოლივუდის მსახიობის, ჯიმ კევიზელის, განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მსოფლიოში უდიდეს პედოფილურ ქსელს მართავს, რომლის წევრებიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები არიან.
სამშაბათს სტივენ ბენონისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ამერიკელმა კონსერვატორმა აქტივისტმა ყურადღება გაამახვილა კევიზელის ახალ ფილმზე (Sound of Freedom), რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ყოფილი სამთავრობო აგენტი კონკრეტული მისიით კოლუმბიაში მიემგზავრება, რათა პატარა ბავშვები ადამიანებით მოვაჭრეებისგან იხსნას.
ბენონის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები ადამიანებით ვაჭრობის ინდუსტრიის მართვაში არიან ჩართული, კევიზელმა უპასუხა: „ნამდვილად. ყველა სამასოიანი სააგენტო ჩართულია“.
„გჯერათ, რომ უმაღლესი სამთავრობო აპარატის ზოგიერთ წევრს უბრალოდ არ სურს, რომ ამასთან კავშირი ჰქონდეს? ჰკითხა ბენონმა და დასძინა, რომ „ისინი ამით ფინანსურ სარგებელს იღებენ“. მათ ეს არ ადარდებთ… როგორც განაცხადეთ, თითოეულ აგენტზე, რომელიც ადამიანებით ვაჭრობს, ხუთი ნარკოაგენტი მოდის. ტრეფიკინგი დიდი პრობლემაა, ადამიანებმა იციან, რომ ეს პრობლემაა“.
„თქვენ ფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ კრძალავდნენ ამ ფილმს სამი წლის განმავლობაში?“ ჰკითხა ბენონმა.
„რა თქმა უნდა“ – უპასუხა კევიზელმა.
„არა მგონია, რომ Bud Light-ის მხრიდან ეს ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომ ვიღაცამ ერთ დილით გაიღვიძა და თქვა: „მოდით, ჩვენს ლუდის ქილაზე ეს ტრანსგენდერი გამოვსახოთ. კარგით? შემდეგ ამას Target-ი უყურებს და ამბობს: „დიდებულია, შეხედეთ, რამდენ მილიარდ დოლარს კარგავენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.“ ცხადია, რაღაც ხდება, ასე არ არის?“