“რაც დრო გადის სულ უფრო მცირდება აშშ-ის შესაძლებლობები უკრაინას გაუწიოს დახმარება, რაც მათ ესაჭიროებათ თავდაცვისთვის და ასევე კონტრშეტევის გასაგრძელებლად” – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
“კონგრესმა უნდა დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება უკრაინის თავდაცვა” – დასძინა სალივანმა.
მისი თქმით პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად, მაგრამ კონგრესის გარეშე ეს ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფანჯარა იკეტება.”
კონგრესში, რესპუბლიკელი წევრების ნაწილის წინააღმდეგობის შედეგად, კვლავ ვერ ხერხდება უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის გამოყოფილ თანხებთან ერთად წარადგინა, იმ მიზნით, რომ ამ ფორმით მაინც დაეთანხმებინა რესპუბლიკელი კანონმდებლები.
იმ შემთხვევაში თუ 17 ნოემბრამდე ვერ მოესწრება საბიუჯეტო ასიგნებების დამტკიცება, აშშ-ის მთავრობას ე.წ. “შათდაუნი” ელოდება.
https://kyivindependent.com/sullivan-the-window-is-closing-on-us-funding-for-ukraine/