კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სეიმურ ჰერშის სტატიას ეხმიანება: “ვფიქრობ, რომ ჰერშის მოსაზრებები სარწმუნოა.”
კოლუმბიის უნივერსიტეტის გავლენიანმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს რეალური მტკიცებულება და მოტივი, რომ ‘ჩრდილოეთის ნაკადის’ მილსადენი შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. საქსმა გაეროს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა, რათა დადგინეს თუ ვინ დგას ამ ტერორისტული თავდასხმების უკან.
„თეთრმა სახლმა ჰერშის სტატიას სრული სიცრუე უწოდა, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ გაუჟღერებია, რომელიც მის სტატიასთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში და არც რაიმე სახის ალერტნატიული განმარტება შემოუთავაზებია. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ‘ჩრდილოეთის ნაკადის’ აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგაც განცხადებები გააკეთეს, რამაც ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებს ეს მილსადენი თვალში არ მოსდიოდა“, – განაცხადა ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ჩინური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კოლუმბიის უნივერსიტეტის გავლენიანმა პროფესორმა განაცხადა, რომ სეიმურ ჰერშის მოხსენება, რომლის თანახმადაც ‘ჩრდილოეთის ნაკადის’ მილსადენების დივერსია ბაიდენის ადმინისტრაციამ დაგეგმა და ააფეთქა ‘სარწმუნოა’.
„ვფიქრობ, ჰერშის სტატია ძალიან სარწმუნოა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნის მთავრობებმა უარყვეს, არცერთი დეტალი არ წარმოუდგენიათ, რომელიც მის სტატიას კამათის საგნად აქცევდა. მათ კატეგორიული უარი განაცხადეს და ჰერშის სტატიას ფანტაზია და სიცრუე უწოდეს“, – დასძინა საქსმა.
ჯეფრი საქსი რიგითი ეკონომისტი არ გახლავთ. იგი გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტში არსებული მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია. საქსი ამ უნივერსიტეტის პროფესორიცაა, რაც კოლუმბიის უმაღლესი აკადემიური წოდებაა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჯეფრი საქსმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები ბაიდენის ადმინისტრაციის მოტივსა და სურვილზე მიუთითებენ, რაც მილსადენების ‘განადგურებას’ უკავშირდება.
„2022 წლის 27 იანვარს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, ‘ტვიტერზე’ დაწერა: „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამა თუ იმ გზით, ‘ჩრდილოეთის ნაკადი 2’-ს განვითარება ბუნდოვანი გახდება. „7 თებერვალს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადაა: „თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება, მაშინ ‘ჩრდილოეთის ნაკადი 2’ აღარ იარსებებს. ჩვენ მას ბოლოს მოვუღებთ’.
საქსმა განაგრძო და განაცხადა. ის ფაქტი, რომ რუსეთს ნატოს წყლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება არ შეუძლია, იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებული შტატები ან სხვა დასავლელი აქტორები, რომლებიც აშშ-ის მიწოდებული ინფორმაციით მოქმედებენ, ეჭვიმტანილები არიან, რომლებსაც ამ თავდასხმის განხორციელება შეეძლოთ.
„უკრაინას არც საჭირო ტექნოლოგიები აქვს და არც ბალტიის ზღვაზე მიუწვდება ხელი. ცოტა ხნის წინ ‘ვაშინგტონ პოსტში’ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ ამ აფეთქების უკან რუსეთი არ დგას. ამასთანავე, რუსეთს საკუთარი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურების მოტივი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ამ მილსადენების შესაკეთებლად რუსეთს მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოუწევს“, – დასძინა საქსმა.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიისთვის (CCTV) მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა ეკონომისტმა განმარტა, რომ ეს თავდასხმა ან შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ან სხვა სახელმწიფო აქტორმა, რომელიც ვაშინგტონთან თანამშრომლობდა.
„ჩემი აზრით, ამის ნებართვა გასცა შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა. მე ვასახელებ დანიას, შვედეთს, ნორვეგიასა და პოლონეთს, შესაძლოა მათ ააფეთქეს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუ ამ აფეთქების უკან რომელიმე სხვა აქტორი დგას, ეს თავდასხმა შეერთებული შტატების მიწოდებული ინფორმაციითა და მასთან თანამშრომლობით განახორციელა“, – განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა.
ჯეფრი საქსი გასული წლის დასაწყისში გაზეთების სათაურებში მოხვდა, როდესაც ‘ბლუმბერგ ნიუსთან’ (Bloomberg News) საუბრისას განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი გერმანულ-რუსული მილსადენი, სავარაუდოდ, შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. ‘ბლუმბერგის’ წამყვანებმა რეპორტაჟი გათიშეს. ‘ტვიტერზე’ ამ ვიდეოს მხოლოდ ერთ პოსტში 4,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.
წყარო: https://is.gd/9kTkby