16 მაისი, 2023 წ.
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის, განცხადებით, 1 ივნისს ქვეყანას საკუთარი ანგარიშების დასაფარად ფული ამოეწურება თუ კონგრესი ვალის ლიმიტს არ გაზრდის ან არ შეაჩერებს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ (The New York Times) ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ადრეც იუწყებოდა, რომ ე.წ. უცნობი თარიღი (X-date) შეიძლება 1 ივნისს დადგეს, რის შემდეგაც ფედერალური მთავრობა შესაძლოა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს.
კონგრესმენებისადმი გაგზავნილ წერილში ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტობრივმა თარიღმა, როდესაც ფედერალურ მთავრობას შესაძლოა ნაღდი ფული ამოეწუროს, შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიწიოს. მისივე თქმით, ეს ბოლო გაფრთხილებაა მთავრობის არამდგარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ჯანეტ იელენის წინა ანალიზის მიხედვით, რომელიც პირველ მაისს გამოქვეყნდა, ხაზინას ფული შეიძლება „ივნისის დასაწყისში და შესაძლოა უკვე 1 ივნისამდე“ ამოეწუროს. ხაზინის უფროსმა ისიც განაცხადა, რომ უცნობმა თარიღმა „შეფასებების მიუხედავად, შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიწიოს“.
ახალ წერილში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია: „ჩვენი შეფასებით, ხაზინა, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს მთავრობის ყველა ვალდებულების დაკმაყოფილებას თუ კონგრესი ვალის ლიმიტს არ გაზრდის ან არ შეაჩერებს ივნისის დასაწყისში და, შესაძლოა, უკვე 1 ივნისს“.
პარასკევს შეერთებული შტატების კონგრესის ბიუჯეტის ოფისმა განაცხადა, რომ არსებობს „საკმაოდ დიდი რისკი“, რომ „ივნისის პირველი ორი კვირის რაღაც მომენტში“ შეერთებული შტატები ვალს ვერ გადაიხდის.
წყარო:
1.https://www.nytimes.com/2023/05/15/business/debt-limit-yellen-treasury.html
2. https://www.axios.com/2023/05/15/yellen-debt-ceiling-x-date