პოლიტიკასხვადასხვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცენზურის დაწესებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას ითხოვს

0

„დეზინფორმაცია სერიოზული საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელიც „გლობალური პანდემიის შესახებ ხელშეკრულების“ მთავარი შემოქმედია, ითხოვს, რომ შეთანხმებაში ის საკითხიც შეიტანონ, რომელიც ცენზურის დაწესებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას ეხება.

ორგანიზაცია ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე მუშაობას ასრულებს, რომელიც გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს გლობალური მასშტაბით ძალაუფლებას განუმტკიცებს.

გაეროს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, დაადასტურეს, რომ 2024 წელს „გლობალური პანდემიის შესახებ ხელშეკრულებას“ ხელს მოაწერენ. ხელმოწერის შემდეგ სუვერენული ქვეყნები პანდემიის ან სხვა საერთაშორისო „საგანგებო მდგომარეობის“ შემთხვევაში, როგორიცაა „გლობალური დუღილი“, უფლებამოსილებას WHO-ს გადასცემენ.

ხელშეკრულების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უფლება აქვს, რომ მთელ მსოფლიოში „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადოს და მასზე რეაგირების მოსახდენად კონკრეტული ღონისძიებები განახორციელოს.

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კლიმატთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობას“ გამოაცხადებს, ამ ბიუროკრატიულ გლობალისტურ ორგანიზაციას „ლოკდაუნების“ (ჩაკეტვები) დაწესების უფლებამოსილება ექნება და „გლობალურ დათბობასთან ბრძოლის“ საბაბით ამერიკელებს სახლებში გამოკეტვას აიძულებს.

ჯო ბაიდენი კონგრესის თანხმობის გარეშე გეგმავს მასზე ხელმოწერას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ შარშან მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ მუშაობა დაეწყო „გლობალური პანდემიის შესახებ ხელშეკრულებაზე“.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში ცენზურის დაწესების უფლებაც ენიჭება, რომელიც ფეხქვეშ გათელავს ამერიკის მოქალაქეების უფლებებს, რაც „პირველი შესწორებით“ არის დადგენილი.

ლარი გოსტინმა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ცენტრს ხელმძღვანელობს, ბოლო ინტერვიუში ფარდა ახადა, თუ როგორ დააწესებს ორგანიზაცია ონლაინ ცენზურას განსხვავებულ აზრსა და არასწორ შეხედულებებზე.

ზემოხსენებული ხელშეკრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში გოსტინი კულისებს მიღმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ონლაინ „დეზინფორმაცია“ „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას“. გოსტინის აზრით, სამედიცინო საზოგადოებებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, „ფაქტების შემმოწმებელ“ ორგანიზაციებსა და კორპორაციულ მედიასაშუალებებს, როგორც ჩანს, ძალების გაერთიანება მოუწევთ.

გოსტინი და მისი კოლეგები თავიანთი მიზნის, რაც „გლობალური მმართველობის“ შემოღებას უკავშირდება, დამალვას არ ცდილობენ. თუმცა გოსტინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „პლანეტის გადარჩენას“ ცდილობს. Health Policy Watch-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გოსტინმა მიანიშნა, რომ WHO-ს იმ ინფორმაციის მიჩქმალვა სურს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვაქცინებს. „დეზინფორმაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ვაქცინის გავრცელებას ეხება“, – განაცხადა გოსტინმა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ისიც დაადასტურა, რომ გაეროს სააგენტოს (WHO) სურს, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს და მომავალი წლის მაისამდე ამ ხელშეკრულებას მსოფლიოს ყველა ლიდერმა მოაწეროს ხელი.

https://slaynews.com/news/who-pandemic-treaty-negotiator-demands-sweeping-censorship-powers-misinformation-serious-health-threat/