პოლიტიკასხვადასხვა

იძულებითი გაწვევის გამო ახალგაზრდა უკრაინელებს სახლების დატოვების ეშინიათ

0

17 ივლისი, 2023 წ.

 რადგან უკრაინას ფრონტზე ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის, სასოწარკვეთილი სამხედრო მაღალჩინოსნები ახალი რეკრუტების პოვნას ცდილობენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ კონტრშეტევას სტიმული მისცენ. თუმცა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ნებაყოფლობით ეწერებოდნენ არმიაში, მკვეთრად შემცირდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ასახულია იძულებითი გაწვევის კადრები, როდესაც ახალგაზრდა უკრაინელებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ფრონტზე ერეკებიან.

უკვე წელიწადნახევარია, რაც უკრაინელი სამხედრო ოფიცრების მიერ ახალგაზრდების სასტიკი მობილიზაცია მიმდინარეობს, − იუწყება უნგრული გაზეთი Magyar Nemzet-ი.

„ფორმიან ადამიანებს პირდაპირ ქუჩებიდან მიჰყავთ ბევრი წვევამდელი. სულ ახლახან კარპატებში სათვალთვალო კამერამ სახელისუფლო ორგანოების გადამეტებული მოქმედება დააფიქსირა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მაღაზიაში შესვლას ცდილობდა, დღისით-მზისით ველოსიპედიდან მოიტაცეს“, − ვკითხულობთ უნგრულ გაზეთში.

ეს მამაკაცი პოლიციელებმა და სამხედროებმა მუნკაჩის მუნიციპალური ოლქის პატარა სოფელში დღისით ქუჩიდან გაიტაცეს, ველოსიპედი კი გზაზე დააგდეს.

მსგავსი ვიდეოები უკრაინის დიდი ქალაქებში, მათ შორის კიევსა და ოდესაშიც ქვეყნდება.

„ბევრი ახალგაზრდა სახლებს აღარ ტოვებს. ყოველთვის არის რისკი. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და გარშემო უნდა იყურებოდეთ საფრთხის შემთხვევაში. ეს ნამდვილად სტრესულია“, − განაცხადა უკრაინელმა ახალგაზრდამ France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„რატომ არ უნდათ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა? − რადგან იციან რაც ხდება ფრონტზე. ათასობით ადამიანი იღუპება“, − დასძინა მან.

უკრაინელმა ადვოკატმა და სამხედრო საკითხების სპეციალისტმა ანდრიი ნოვაკმა განაცხადა, რომ სამხედრო რეკრუტერები ჩართულნი არიან კორუფციაში და ზოგიერთი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევით არის დაკავებული, გამდიდრების მიზნით სისტემას არაკეთილსინდისიერად იყენებს.

„კორუფციის გამო არაკანონიერი მეთოდები (ომში წასვლისთვის თავის არიდება) მოქმედებს, როგორიცაა, კომისარიატში მომუშავე სამხედრო პირების მოქრთამვა ან ყალბი ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ყიდვა“, − განუცხადა ნოვაკმა France 24-ს.

ცნობილია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არმიაში გაწვევის სამმართველოები კორუფციის კერად იქცა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უკრაინაში მობილიზაციისთვის თავის არიდება საშუალოდ 7 000 ევრო ღირს. ოფიცრებს წარმოუდგენელი სიმდიდრის დაგროვება შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი არც მალავს, რომ ამ სიტუაციით ხელს ითბობს და სამსახურში ახალი, ძვირადღირებული მანქანით დადის.

https://www.zerohedge.com/geopolitical/young-ukrainians-scared-leave-their-homes-more-and-more-videos-emerge-forced