პორტალ PagerU-ს რეპორტიორი ალდო ბუტაცონი ხშირად მიუთითებს, რომ ლიბერალური ძალები ბავშვებში LGBTQ+ პროპაგანდას ეწევიან. აღნიშნული საკითხი აშშ-ში საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვის საგანია. კონსერვატიული ნაწილი უპირისპირდება ბავშვთა ინდოქტრინაციას და მხარს უჭერს კლასიკურ განათლების სისტემას, სადაც ოჯახი, მორალი და სხვა ღირებულებები მნიშვნელოვანია. ალდო ბუტაცონიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც საუბარია, რომ პოპულარული პლატფორმა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი – „იუთუბ ქიდსი“ (Youtube Kids) ბავშვებში LGBTQ+ პროპაგანდას ეწევა. “დავრეგისტრირდი და რაც იქ ვნახე უბრალოდ შემზარავი იყო. გავხსენი ანგარიში, რომელიც განკუთვნილია 9-12 ასაკის ბავშვებისთვის. ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც შემოთავაზეს, იყო შემდეგი: ბავშვები ხვდებიან “განუსაზღვრელი გენდერის” ადამიანს.”
ბუტაცონი აქვეყნებს იმ უამრავი ვიდეოდან მხოლოდ ერთის ეპიზოდს, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს LGBTQ-ს პროპაგანდას უჭედავენ გონებაში და იქვე სვამს კითხვას – “რატომ უნდა აჩვენონ ეს ბავშვებს?”
“იქ ასეთ უამრავ ვიდეოს წააწყდებით. შესწევთ კი, ბავშვებს ამ იდეების გაცნობიერების უნარი და არიან ისინი მზად? ამას არაფერი აქვს საერთო განათლებასთან, ეს არის – ინდოქტრინაცია” – წერს რეპორტიორი.
ალდო ბუტაცონის ინფორმაციით, „იუთუბ ქიდსზე“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არხია „ქვიარ-ბავშვის ნივთები“ (Queer Kid Stuff), სადაც ისინი განიხილავენ LGBTQ+ ჯგუფში შემავალ სქესთა უსასრულო ჩამონათვალს და დაწვრილებით აღწერენ თუ რას ნიშნავს თითოეული.
არაერთ ეპიზოდში ეკრანზე ჩნდებიან „დრეგ ქუინები“ (საპირისპირო სქესის ტანსაცმელში გადაცმული ადამიანი, ტრანსვესტიტი) და „ქვიარ ბავშვები“ (‘განსხვავებული ბავშვები’);
“ჩვენი მორალური ვალდებულებაა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ყველაზე უმანკო წევრები და წინ უნდა აღვუდგეთ ასეთ სიბინძურეს. ამ ბრძოლის სათავეშია ამერიკული მედია-პორტალი PragerU.
ბავშვებს უფლება აქვთ იყვნენ უმანკოები და დაცულები ინტერნეტში არსებული სექსუალური კონტენტისგან. ეს საბავშვო ვიდეოები არ არის და „იუთუბი“ (Youtube) მათი საშუალებით ბავშვების ინდოქტრინაციას ახორციელებს. ეს არის გრუმინგის (კონკრეტული მიზნისთვის მომზადება) მაგალითი და ეს თქვენი მხროდან ამაზრზენია, youtub-ო“ – წერს ჟურნალისტი ალდო ბუტაცონი.
წყარო: https://is.gd/KLqtPe