ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის, თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დაარწმუნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა. ეს საუბარი მათ შორის ომის პირველ დღეებში გაიმართა, როდესაც ბენეტი შუამავლის როლის შესასრულებლად რუსეთში გაფრინდა.
„იგი დათმობაზე წამოვიდა“, – ამბობს ზელენსკი 2022 წლის 5 მარტს მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შესახებ. „ვიცოდი, რომ ზელენსკის ბუნკერში საფრთხე ემუქრებოდა… მე მას [პუტინს] ვუთხარი: „ზელენსკის მოკვლას ხომ არ აპირებთ?“ მან მიპასუხა: „არ მოვკლავ ზელენსკის“. განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტ ჰენოჩ დამთან ინტერვიუში, რომელიც ბენეტის YouTube არხზე გამოქვეყნდა.
„უნდა გავიგო, სიტყვას მაძლევ, რომ ზელენსკის არ მოკლავ?“ ბენეტი იხსენებს თუ როგორ ჰკითხა პუტინს. მან თქვა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის“.
ბენეტის თქმით, პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა და უთხრა: „ახლახან გამოვედი შეხვედრიდან, ის შენს მოკვლას არ აპირებს. მან მკითხა: დარწმუნებული ხარ? ვუთხარი, რომ 100%-ით. ის არ აპირებს შენს მოკვლას“.
„ორი საათის შემდეგ ზელენსკი თავის კაბინეტში შევიდა და სელფი გადაიღო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „არ მეშინია“.
ბენეტი თქმით, პუტინმა უკრაინის განიარაღებაზე უარი განაცხადა, ზელენსკიმ კი იმავე კვირას უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე.
„ყველაფერი, რაც გავაკეთე [შუამავლობისას], შეერთებულ შტატებთან იყო შენახმებული“, დასძინა ყოფილმა პრემიერმა.
წყარო: https://is.gd/WAj48E