პოლიტიკასხვადასხვა

ისრაელელი ექსპერტი: „ჩინეთმა თავისი სამშვიდობო გეგმით აშშ-სა და ევროპას შესანიშნავი ხაფანგი დაუგო“

0

ჩინეთის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს, შეერთებულ შტატებს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, ამის შესახებ ხუთშაბათს ისრაელელმა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში რობერტ კ. კასტელმა უნგრეთის კომერციული რადიოსადგურის, KarcFM-ის, ეთერში განაცხადა.
როდესაც მაგიდაზე ბევრი სამშვიდობო გეგმა არ დევს, ყველა ასეთი დოკუმენტი ყურადღებასა და განხილვას იმსახურებს, განაცხადა კასტელმა და იქვე დასძინა, რომ არსებობს ორი საჯარო გეგმა, ერთს რომის პაპი ფრანცისკე აწერს ხელს, მეორეს კი ჩინეთი. უსაფრთხოების ექსპერტის სიტყვით, რეალობას მოწყვეტილ დასავლელებს მკაფიო მიდგომა აქვთ, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისთვის განკუთვნილ სამშვიდობო გეგმებს, მაგრამ ეს „სამშვიდობო ციებ-ცხელება“ უკრაინის შემთხვევაში აშკარად არ ჩანს.
„ჩინეთმა თავისი სამშვიდობო გეგმით შეერთებულ შტატებსა და ევროპას შესანიშნავი ხაფანგი დაუგო“, – განაცხადა კასტელმა, რომელმაც დასძინა, რომ აშშ ამ სიტუაციიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძვრენს თავს თუ ისიც დადებს მაგიდაზე სამშვიდობო გეგმას.
კასტელის თქმით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესებს ემსახურება. აშშ-ის დიპლომატია ისე სერიოზულად რომ მიდგომოდა საკითხს, როგორც პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის დროს, ამერიკელები ამას წინასწარ განჭვრეტდნენ და საკუთარ სამშვიდობო გეგმას, როგორც პრევენციულ ნაბიჯს, ჩინეთზე ადრე წარმოადგენდნენ. თუმცა პეკინმა ვაშინგტონს დაასწრო და მას „მეორე ნომრად თამაში“ აიძულა.
ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ სურს, ძალიან ცუდი სვლაა, განაცხადა კასტელმა. მისი თქმით, მშვიდობა ყველა ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანია და იმის წარმოჩენა, რომ აშშ მშვიდობის დამყარებას არ ცდილობს, მხოლოდ ქრისტიანულ საზოგადოებებში არ ჰპოვებს გამოძახილს.
ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტის მიზანი რუსეთი არ იყო, რომელიც „ჩინეთს უკვე ჯიბეში უზის“, – განაცხადა ექსპერტმა. ამ ვიზიტის ნამდვილი მიზანი უკრაინა იყო, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, თუმცა ზელენსკის მიზანს – დაამარცხოს მოსკოვი – ვერ ახორციელებს.
ისრაელელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ „მომწამვლელ იარაღზე“, როგორიცაა გაფუჭებული ურანი, საუბარი ინფორმაციული ომის ნაწილია, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მძვინვარებს. კასტელის თქმით, ბოლო და ბოლოს, ბრძოლის ველზე თითქმის ყველაფერი მომწამვლელია. ისრაელის ექსპერტი ამბობს, რომ წესები, მაგალითად, ჯარისკაცებს ბრძოლის ველის მიღმა ცეცხლგამძლე ტანსაცმლის ჩაცმას უკრძალავს, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის ძალზე სახიფათოა. ამ მხრივ განსაკუთრებით არ გამოირჩევა გაფუჭებული ურანით დამზადებული საბრძოლო მასალები.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა, ექსპერტის თქმით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ამ სასამართლოს ავტორიტეტსა და სერიოზულობას, რადგან იგი არა ბანანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არამედ დიდი სახელმწიფოს ლიდერია.

წყარო: https://is.gd/Cml4hr