ქლერ დეილი ევროპარლამენტის სხდომაზე კოლეგებს მიმართავს:
„ვუსმენ აქ მყოფ გულშემატკივრებს, უსაფრთხოდ და დაცულად, ფრონტიდან ათასობით მილის მოშორებით და ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნებოდა შევახსენოთ საკუთარს თავს იმის შესახებ თუ რას განიცდიან რიგითი უკრაინელები. „ეკონომისტი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარში იძულებით გაწვევის შესახებ იუწყება. წვევამდელებს, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ და არც შესაბამისი მომზადება გაუვლიათ, ფრონტზე აგზავნიან, რასაც გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ზარალის მასშტაბით პირველ მსოფლიო ომს ადარებს. დაღუპულთა რაოდენობა გასაიდუმლოებულია. თუმცა ვიცით, რომ მათი რიცხვი დაახლოებით ასოცი ათასია. ბატალიონის მეთაურები „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ახალწვეულები მასობრივად გარბიან პოზიციებიდან. „პოლიტიკო“ დეზერტირების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ იუწყება. ესენი ხომ ადამიანები არიან და აქ საომარი რიტოკრიკის კვლადაკვალ ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობა შეიმჩნევა, ეს სირცხვილია! დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ომის გასაგრძელებლად არ უნდა შეწყდეს იარაღის მიწოდება. უკრაინა ცეცხლშია გახვეული. კვდებიან მამაკაცები, შვილები, ქმრები, ძმები, რომლებსაც ვეღარასოდეს ჩაანაცვლებენ. უსასრულოდ ამის გაგრძელება არ შეიძლება და თქვენ საშინელი ომის გენერლებო, რომლებიც აქ სხედხართ და ამ მამაკაცებს სიკვდილისკენ უბიძგებთ, გულს მირევთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა დიალოგი, როგორი უსიამოვნოც უნდა იყოს ეს.”