ახალი ამბებისხვადასხვა

ირანის ოფიციალური პირების ცნობით, ირანულმა ფლოტმა ამერიკულ წყალქვეშა ნავს წყლის ზედაპირზე ამოწევა და ჰორმუზის სრუტის დატოვება აიძულა

0

ირანის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამერიკული წყალქვეშა ხომალდი ირანის ტერიტორიულ წყლებში გამოჩნდა. ის, ქვეყნის საღვაო ძალებმა დროულად შენიშნეს და მას წყლის ზედაპირზე ამოწევა აიძულეს.
ამერიკული ხომალდი, წყალქვეშ მოძრაობდა და ირანის ტერიტორიულ წყელბს უახლოვდებოდა, როდესაც ის ირანულმა წყალქვეშა გემმა – “ფატეჰმა” აღმოაჩინა და მას მანევრებით კურსის შეცვლა აიძულა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამერიკულო ხომალდი ცდილობდა შეუმჩნევლად შეეღწია ირანის ტერიტორიულ წყლებში, რაც არის საზღვრების დარღვევის მცდელობა და აღნიშნულზე ირანს აუცილებლად ექნება რეაქცია.

წყარო: https://is.gd/zWfGk8