ახალი ამბებისხვადასხვა

ირაკლი კობახიძე: ქვეყნის არევის ერთადერთი ინტერესი ხელისუფლებაში მოსვლა და საბოლოო მიზანი – მეორე ფრონტის გაჩაღებაა

0

ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ააგორონ, რადგან საზოგადოება ხედავს ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე განაცხადა.
„გახსოვთ, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში იყო უამრავი პროვოკაცია, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ – ცხინვალი, აფხაზეთი და ასე შემდეგ. რაღაც მომენტში ნახეს, რომ არ გაუვიდათ, არც თვითმფრინავების გაგზავნა, არც სანქციების დაწესება და ასე შემდეგ, მეორე მხრივ, შეხედეს საზოგადოების რეაქციას, ეს ყველაფერი მიაჩუმეს. ანუ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაძლეს, რომ ელექტორალური თვალსაზრისით ბოლომდე არ დანგრეულიყვნენ. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი ისევ გაააქტიურეს, მაგრამ საზოგადოება ამას ხომ ხედავს. ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი ვის აინტერესებს?! ამ არევის ერთადერთი ინტერესია ისევ ხელისუფლების შეცვლა და საბოლოო მიზანი აქაც მეორე ფრონტის გაჩაღებაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.