პოლიტიკასხვადასხვა

იოანე პავლე II-ზე მედიათავდასხმის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

0

ვარშავაში შეერთებული შტატების ელჩი მარკ ბჟეზინსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. საქმე ეხება აშშ-ის დაფინანსებული ტელეკომპანია TVN24-ის ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ყოფილი რომის პაპი პოლონელი იოანე პავლე II უარყოფითად იყო წარმოჩენილი.
„დისქავერის“ (Discovery) კუთვნილი TVN24-ის ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმში იოანე პავლე II იმაში დაადანაშაულეს, რომ ქალაქ კრაკოვში ეპისკოპოსობისას კათოლიკურ ეკლესიაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ჩქმალავდა და პედოფილი მღვდლებისადმი ლმობიერებას იჩენდა.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია TVN24 ლიბერალურ ოპოზიციას უჭერს მხარს და მმართველი კონსერვატორების მიმართ მტრულად არის განწყობილი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ელჩის მოწვევას უკავშირდება, ვკითხულობთ: „სამინისტროს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებების შედეგები ჰიბრიდული ომის მიზნებს შეესაბამება, რაც პოლონურ საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაძაბულობის შეტანას ემსახურება“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი იმიტომ დაიბარეს, რომ შექმნილი სიტუაციის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინათ „და მისი შედეგი პოლონეთის ქმედითუნარიანობის შესუსტებაა, შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე და ხელი შეუშალოს მის მოქნილობას საფრთხეების მიმართ“.
სამინისტროს პრესმდივანმა, ლუკაშ იაშინამ, მედიას განუცხადა, რომ შეხვედრა არა მხოლოდ იოანე პავლე II-ს შეურაცხმყოფელი დოკუმენტური ფილმის განსახილველად გაიმართა, არამედ საუბარი ეხებოდა „ზოგადად ტელეკომპანიის საქმიანობას“.

წყარო: https://is.gd/so1PPd