პოლიტიკასხვადასხვა

ინტერვიუ რობერტ ფრენსის კენედი უმცროსთან

0

13 ივლისი, 2023 წ.

ჟურნალისტი: როგორ დავაღწიოთ თავი უკრაინის ომს?

რკ: უკრაინის ომისგან თავის დაღწევა ადვილია. ვგულისხმობ იმას, რომ რუსებს თავიდანვე სურდათ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

ჟურნალისტი: მართლა?

რკ: დიახ. ვგულისხმობ იმას, რომ მინსკის შეთანხმებას ყველა დაეთანხმა − რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომ დონბასი რჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიური რეგიონის სტატუსით, ეთნიკური რუსები საკუთარ ენაზე საუბარს შეძლებდნენ  და NATO უკრაინაში არ შევიდოდა. აი, ეს უნდოდათ რუსებს. მათთვის პირობა უნდა მიგვეცა, რომ NATO უკრაინაში არასოდეს შევიდოდა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ  ალიანსი უკრაინაში განლაგდეს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ამას არასოდეს გავაკეთებთ. ვალდებულებები ავიღეთ, თუმცა არაერთხელ დავარღვიეთ ეს დაპირებები. თეთრ სახლში არიან ადამიანები, რომლებსაც სწადიათ ეს ომი და მათ ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს. თვით პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ ომის მიზანი ვლადიმირ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაა.

https://www.instagram.com/reel/CuCiT1SIJ77/?igshid=Y2I2MzMwZWM3ZA%3D%3D