სკაი ნიუსი (Sky News) – მეგან ბეინსი
ინგლისის ეკლესიამ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის თანახმადაც ერთნაირსქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობისა და ქორწინებისას კურთხევას მისცემენ.
თითქმის რვა საათიანი დებატები, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა ხუთშაბათს, როდესაც გენერალური სინოდის სხდომაზე – ეკლესიის საკანონმდებლო ორგანო – შეთავაზებულ წინადადებას მხარი დაუჭირეს.
ზემოხსენებული წინადადება სინოდის სამივე პალატამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
წინადადების ფარგლებში სინოდის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „გლოვასა და მონანიებას“, რომლის თანახმადაც ეკლესია არ მიესალმება ლგბტქი+ ადამიანებს – იმ ზიანის გამო, რომელიც მათ განიცადეს და დღემდე განიცდიან – ეკლესიებში.
წინადადება არ ითვალისწინებდა პოზიციის შეცვლას გეი ქორწინებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ეკლესიაში დაქორწინება.
კენჭისყრამდე წუთიერი დუმილი გაიმართა, შემდეგ კი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ლოცვა წარმოთქვა.
წინადადების დამტკიცების შემთხვევაში ერთნაირსქესიან წყვილებს კანონიერი საქორწინო ცერემონიის შემდეგ ანგლიკანურ ეკლესიებში სიარულის ნებას დართავენ, რათა წირვებს, მათ შორის სამადლობელ ლოცვებს, სამადლობელ წირვებსა და ლოცვა-კურთხევას, დაესწრნონ.
ეს წინადადება, რომელიც ლონდონის ეპისკოპოსმა, ქალბატონმა სარა მალულიმ, წამოაყენა, ექვსწლიანი მუშაობის შედეგია. იგი ისეთ საკითხებს ეხება, როგორებიცაა იდენტობა, სექსუალობა, ურთიერთობები და ქორწინება, რაც, თავის მხრივ, ცნობილია როგორც ‘ცხოვრება სიყვარულით და რწმენით’.
ამ კვირის დასაწყისში სინოდის წევრები მცირე ჯგუფებად შეიკრიბნენ, რათა ‘სიყვარულისა და რწმენის ლოცვების’ სახელით ცნობილი ტექსტების კრებულის შესახებ ემსჯელათ და კომენტარები გაკეთებინათ. ისინი შეიძლება ეკლესიებში ნებაყოფლობით გამოიყენონ იმ წყვილებისთვის, რომლებმაც დაარეგისტრირეს თავიანთი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი – სამოქალაქო ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა.
ეკლესია „გულწრფელად და სიხარულით“ მიესალმება ერთნაირსქესიან წყვილებს
კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბიმ, და იორკის არქიეპისკოპოსმა, სტივენ კოტრელმა განაცხადეს: „ამ მომენტამდე გრძელი გზა გავიარეთ“.
„პირველად ინგლისის ეკლესია საჯაროდ, გულწრფელად და სიხარულით მიიღებს ერთნაირსქესიან წყვილებს ეკლესიაში.
„ეკლესიაში ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხავებული აზრები მუსირებს. ეს საკითხები ჩვენს ადამიანურ იდენტობას ეხება.
„როგორც არქიეპისკოპოსები, ვალდებული ვართ პატივი ვცეთ მათ სინდისს, ვისთვისაც ეს გონიერების საზღვრებს სცილდება და ვანუგეშოთ ისინი, ვისაც ეს სჭირდება, რათა ეკლესიის ერთიანობა შევინარჩუნოთ, სანამ ეს საუბარი გრძელდება.
„ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შინაარსიანი, დალოცვილი დებატები ეკლესიისთვის ახალი დასაწყისის მანიშნებელია, როდესაც ვეძებთ წინსვლის გზას, ვუსმენთ ერთმანეთს და ყველაზე მეტად ღმერთს.
„უპირველეს ყოვლისა, ვაგრძელებთ ლოცვას, როგორც თავად იესო ლოცულობდა თავისი ეკლესიის ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს“.
ეპისკოპოსი: ‘იმედის წუთი’ ეკლესიისთვის
ლონდონის ეპისკოპოსმა, სარა მალულიმ, რომელიც დებატებს უძღვებოდა, და იმ ჯგუფს თავმჯდომარეობს, რომელიც წინადადებების შემუშავებას ზედამხედველობდა, განაცხადა: „ეს ეკლესიისთვის იმედის წუთია.
„ვიცი, ის წინადადებები, რომლებიც წამოვაყენეთ როგორც წინსვლის გზა, ბევრისთვის გადაჭარბებულია, სხვებისთვის კი არა.
„ვლოცულობ, რათა ის, რის შესახებაც დღეს შევთანხმდით, ყველა ჩვენგანისთვის ეკლესიის შიგნით წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს, მათ შორის ლგბტქი+ ადამიანებისთვის, რადგან ერთგული ვრჩებით იდეისა, მხარი დავუჭურით მათ.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღებით მოვუსმენთ სინოდს. ამიტომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განვიხილავთ ყველაფერს, რაც ითქვა და ეკლესიისთვის ახალ პასტორალურ სახელმძღვანელოს მოვამზადებთ სექსუალობისა და ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დავხვეწთ ‘სიყვარულისა და რწმენის ლოცვების’ ტექსტებს“.
წყარო: https://is.gd/7OSi51