პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

იმპერიები ხეებივით უცაბედად არ ეცემიან, ისინი ნელ-ნელა სუსტდებიან − არის ამერიკის იმპერია კრიზისის საბოლოო ფაზაში?

0

იმპერიები ხეებივით უცაბედად არ ეცემიან. ისინი ნელ-ნელა სუსტდებიან, კრიზისების განმეორებითობა მათ ძალასა და ენერგიას იწოვს და ერთ დღეს მოულოდნელად ეცემიან. ასე მოხდა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის იმპერიების შემთხვევაში; იგივე ხდება ახლა იმპერიულ ამერიკაშიც.

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ კოლონიურ კრიზისს შეეჯახა ინდოეთში, ირანსა და პალესტინაში, ვიდრე 1956 წელს დაიშლებოდა. ცივი ომის შემდგომ წლებში საბჭოთა კავშირიც, თავის მხრივ, გამოწვევებს წააწყდა ჩეხოსლოვაკიაში, ეგვიპტესა და ეთიოპიაში.
ამერიკის გამარჯვებას ე.წ. ცივ ომში თავისი კრიზისები მოჰყვა ავღანეთსა და ერაყში. ახლა, ისტორიის ჰორიზონტთან სამი იმპერიული კრიზისი დგას, − ღაზას, ტაივანისა და უკრაინის, რომლებმაც ნელი იმპერიული რეცესია შესაძლოა კუმულაციურად გადააქციონ სწრაფ ნგრევად, ან კოლაფსად.

ვაშინგტონი ამჟამად სამი რთული გლობალური კრიზისის წინაშე დგას, რომელთაგან თითოეული თავის ყურადღებას მოითხოვს

დასაწყისისთვის, იმპერიული კრიზისის ცნება განვიხილოთ. ყველა იმპერიის ისტორია, იქნება ეს უძველესი თუ თანამედროვე, ყოველთვის კრიზისების თანმიმდევრობას მოიცავს − ჩვეულებრივ, იმპერია კარგად უმკლავდება ადრეულ წლებში არსებულ კრიზისებს, თუმცა, დაშლის პერიოდში არასწორი მიმართულებით მიდის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა შეერთებული შტატები ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერია გახდა, ვაშინგტონის ლიდერები ოსტატურად უმკლავდებოდნენ კრიზისებს საბერძნეთში, ბერლინში, იტალიასა და საფრანგეთში, გარკვეულწილად ნაკლებ ოსტატურად, მაგრამ არა დამღუპველი შედეგებით მართავდნენ კორეის ომს, რომელიც ოფიციალურად არასოდეს დასრულებულა.

1961 წელს კუბის კრიზისისა და 1960-1970-იანი წლებში ვიეტნამის ომის კატასტროფული შედეგების გათვალისწინებით, ვაშინგტონმა მაინც მოახერხა დაემტკიცებინა, რომ შეეძლო საკმარისად ეფექტიანად გადაკალიბრება, რათა გაეძლო საბჭოთა კავშირისთვის, „გაემარჯვა“ ცივ ომში და გამხდარიყო „ერთადერთი ზესახელმწიფო“ პლანეტაზე.
როგორც წარმატებაში, ასევე წარუმატებლობაში, კრიზისის მართვა ჩვეულებრივ გულისხმობს ფაქიზ ბალანსს შიდა პოლიტიკასა და გლობალურ გეოპოლიტიკას შორის. პრეზიდენტ ჯონ კენედის თეთრმა სახლმა, რომლითაც CIA 1961 წელს კუბაში, ღორების ყურეში დამანგრეველი შეჭრის დროს მანიპულირებდა, მოახერხა საკმარისად აღედგინა პოლიტიკური ბალანსი, რათა 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური გადაწყვეტილებისთვის მიეღწია.

ჩინურმა ხომალდებმა 2022 წლის აგვისტოდან 300-ჯერ გადაკვეთეს გამყოფი ხაზი ტაივანის სრუტეში და ფაქტობრივად წაშალეს იგი

ამერიკის ამჟამინდელ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ შიდა პოლიტიკის დისბალანსი, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო იზრდება გლობალური გამოწვევების ფონზე. ღაზის, უკრაინისა და ტაივანის კრიზისები გვარწმუნებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშკარად ვერ ახერხებს შიდაპოლიტიკური ინტერესების მორგებას იმპერიის საერთაშორისო ინტერესებთან. კრიზისის არასწორ მართვას თითოეულ შემთხვევაში, ცივი ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შეცდომებიც დაემატა, რის შედეგადაც ამჟამინდელი კრიზისები იმ თავსატეხად გარდაიქმნა, რომელთაც არ აქვთ მარტივი გადაწყვეტა. ამდენად, ამ კრიზისების არასწორი მართვა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, შესაძლოა იყოს ამერიკის, როგორც გლობალური ძალაუფლების საბოლოო დაცემის მნიშვნელოვანი ნიშანი, როგორც შინ, ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მცოცავი კატასტროფა უკრაინაში

ცივი ომის ბოლო თვეებიდან დაწყებული, უკრაინული ურთიერთობების არასწორად მართვა უჩვეულოდ ორპარტიული პროექტი აღმოჩნდა. 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ვაშინგტონმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსკოვის 45 000 ბირთვული ქობინის არსენალი და განსაკუთრებით 5 000 ატომური იარაღი, რომელიც იმ დროს უკრაინის ტერიტორიაზე ინახებოდა, უსაფრთხოდ ყოფილიყო. უკრაინას მაშინ საბჭოთა კავშირში ატომური იარაღის უდიდესი ქარხანა ჰქონდა დნეპროპეტროვსკში.

1991 წლის აგვისტოში, უკრაინაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინის პრემიერმინისტრ ლეონიდ კრავჩუკს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო მხარი დაეჭირა უკრაინის მომავალი დამოუკიდებლობისთვის და წარმოთქვა ის, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა „კიევი ქათამი“-ს სახელწოდებით. ბუშმა აღნიშნა: „ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ მათ, ვინც დამოუკიდებლობას ეძებენ, რათა შორეული ტირანია ადგილობრივი დესპოტიზმით ჩაანაცვლონ. ისინი არ დაეხმარებიან მათ, ვინც ეთნიკურ სიძულვილზე დაფუძნებული სუიციდური ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას გეგმავენ“. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ბუშმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მალევე აღიარა ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, რადგან მათ არ გააჩნდათ ბირთვული იარაღი.

ისრაელისთვის იარაღის ხუთთვიანი მიწოდების, გაეროში სამი ვეტოსა და ნეთანიაჰუს გეგმის მხარდაჭერის შემდეგ, ბაიდენმა ძირი გამოუთხარა ამერიკულ დიპლომატიას როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოს უმეტეს ნაწილში

1991 წლის დეკემბერში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინა უეცრად სიდიდით მესამე ბირთვული ძალა გახდა მსოფლიოში. იმისათვის, რომ დაერწმუნებინა უკრაინა, გადაეცა თავისი ბირთვული ქობინები მოსკოვისთვის, ვაშინგტონმა წამოიწყო სამწლიანი მრავალმხრივი მოლაპარაკებები, ხოლო კიევს მისცა „პირობა“ (მაგრამ არა „გარანტიები“) მომავალი უსაფრთხოების თაობაზე − ეს იყო პირადი ჩეკის დიპლომატიური ეკვივალენტი, რომლის საბანკო ანგარიშზე ნულოვანი ბალანსი გახლდათ.
1994 წლის დეკემბერში „ბუდაპეშტის უსაფრთხოების მემორანდუმის“ თანახმად, სამმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ − ბელორუსმა, ყაზახეთმა და უკრაინამ − ხელი მოაწერეს „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას“ და ატომური იარაღის რუსეთისთვის გადაცემა დაიწყეს. ამავდროულად, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, დაეცვათ სამი ხელმომწერი მხარის სუვერენიტეტი და თავი შეეკავებინათ მათ წინააღმდეგ ასეთი იარაღის გამოყენებისგან. თუმცა, როგორც ჩანს, ხელშეკრულების ყველა მონაწილე მიხვდა, რომ შეთანხმება, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან სუსტი იყო (როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა ამერიკელებს უთხრა, მას არ ჰქონდა „ილუზია იმისა, რომ რუსები შეასრულებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს“).

იმავდროულად − და ეს დღეს ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა − რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი განრისხდა ვაშინგტონის გეგმებზე − NATO-ს შემდგომი გაფართოების თვალსაზრისით და მან პრეზიდენტი ბილ კლინტონი „ცივი ომიდან“ „ცივ მშვიდობაზე“ გადასვლაში დაადანაშაულა. სწორედ ამ კონფერენციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ გააფრთხილა კლინტონი, რომ „დაჭრილი მოსკოვი NATO-ს გაფართოების საპასუხოდ დაიძვრებოდა“.

„ცივილიზაციისა და ბარბაროსულ ძალებს შორის მკაფიო ხაზის გავლებისთვის“, ბაიდენმა მხარი დაუჭირა მანიქეისტურ შეხედულებას „ჰამასის“ დაგმობით, იმ „ბოროტებისა და სისასტიკის ჩადენისთვის, რაც მათთან შედარებით ISIS-საც კი უფრო რაციონალურს ხდის“

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ბირთვული იარაღისგან განაიარაღეს, კლინტონი დათანხმდა NATO-ში ახალი წევრების მიღებას და შეუპოვარი მსვლელობა დაიწყო აღმოსავლეთით, რუსეთისკენ. ეს პროცესი მისი მემკვიდრის, ჯორჯ ბუშის დროსაც გაგრძელდა. პროცესი მოიცავდა სამ ყოფილ საბჭოთა სატელიტს: ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და პოლონეთს (1999); სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას: ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას (2004); შემდეგ კი კიდევ სამ ყოფილ სატელიტს: რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას (2004). მეტიც − 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის 26 წევრი ერთხმად შეთანხმდა, რომ ისტორიის განუსაზღვრელ მომენტში, უკრაინა და საქართველოც „NATO-ს წევრები გახდებოდნენ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NATO-ს უკრაინის საზღვრამდე მიყვანის შემდეგ, ვაშინგტონი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი იგრძნობდა რაიმე საფრთხეს და უკრაინის ანექსიით რეაგირებას მოახდენდა საკუთარი უსაფრთხოების დერეფნის შესაქმნელად.

იმ წლებში ვაშინგტონს ასევე სწამდა, რომ იგი რუსეთის სახელმწიფოს მოქმედ დემოკრატიად გარდაქმნიდა, რათა სრულად უზრუნველეყო მისი ინტეგრირება ჯერ კიდევ განვითარებად ამერიკულ მსოფლიო წესრიგში. სინამდვილეში, 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის მმართველობა ავტოკრატიული იყო და ყველა მმართველი, ეკატერინე დიდიდან დაწყებული, ლეონიდ ბრეჟნევით დასრულებული, შიდა სტაბილურობას მუდმივი საგარეო ექსპანსიის გზით აღწევდა. ასე რომ, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, როდესაც NATO-ს, ერთი შეხედვით, დაუსრულებელმა გაფართოებამ რუსეთის უკანასკნელი ავტოკრატი − ვლადიმირ პუტინი აიძულა, 2014 წლის მარტში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობიდან მხოლოდ რამდენიმე კვირაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრილიყო.

მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ვაშინგტონის არაეფექტიანმა ინიციატივებმა ვერ შეძლო პალესტინისა და ისრაელის მთავრობებს შორის იმ უფსკრულის ამოვსება, რამაც ამ პრინციპის პროგრესს ხელი შეუშალა

მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიიდან ძალიან მალე მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აღიარა ის გეოპოლიტიკური რეალობა, რომელსაც უკრაინის მიწის რუსეთის ორბიტაზე გადატანა შეეძლო და თქვა: „ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ფაქტია, რომ უკრაინა, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანა არ არის, დაუცველი აღმოჩნდება რუსეთის სამხედრო დომინაციის პირობებში“.

მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში, აღმოსავლეთ უკრაინაში  რამდენიმეწლიანი დაბალი ინტენსივობის ბრძოლების შემდეგ, პუტინმა 200 000 მექანიზებული ჯარისკაცი გაგზავნა ქვეყნის დედაქალაქ კიევის ასაღებად და „სამხედრო ბატონობის“ დასამყარებლად. თავდაპირველად, როდესაც უკრაინელები გასაოცრად იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ, ვაშინგტონი და დასავლეთიც განსაცვიფრებელი გადაწყვეტილებით რეაგირებდნენ − მათ შეწყვიტეს რუსეთის ენერგეტიკული იმპორტი ევროპაში, დააწესეს სერიოზული სანქციები მოსკოვზე, გააფართოვეს NATO მთელ სკანდინავიაში და უკრაინაში შეიარაღების შთამბეჭდავი არსენალი გაგზავნეს.
თუმცა, ორწლიანი დაუსრულებელი ომის შემდეგ, ანტირუსულ კოალიციაში ბზარები გაჩნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონის გლობალური გავლენა ცივი ომის დიდების დღეების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა. 30-წლიანი თავისუფალი ბაზრის ზრდის შემდეგ, რუსეთის მდგრადმა ეკონომიკამ სანქციებს გაუძლო, მისი ნავთობის ექსპორტმა ახალი ბაზრები იპოვა და მშპ-ის მოცულობაც გაიზარდა. გასულ გაზაფხულსა და ზაფხულში, უკრაინული „კონტრშეტევა“ ჩაიშალა და ომი, როგორც რუსი, ასევე უკრაინელი მეთაურების მოსაზრებით, სულ მცირე, „ჩიხში“ შევიდა.

კვირების განმავლობაში, რესპუბლიკელთა პალატამ არაერთხელ თქვა უარი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, კიევის დასახმარებლად გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, რამაც განაპირობა კიდეც ბოლოდროინდელი ცვლილებები ბრძოლის ველზე

რაც მთავარია, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მცირდება. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა წარმატებით გააერთიანა NATO-ს ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად, ბაიდენის თეთრმა სახლმა გახსნა ამერიკული არსენალი, რათა კიევისთვის მიეწოდებინა იარაღის განსაცვიფრებელი რაოდენობა, საერთო ჯამში 46 მილიარდი დოლარის ღირებულების, რამაც უკრაინის მცირე არმიას ბრძოლის ველზე ტექნოლოგიური უპირატესობა მოუტანა. მაგრამ ახლა, ისტორიული შედეგებით გადადგმული ნაბიჯით, რესპუბლიკური (უფრო სწორად − ტრამპუბლიკური) პარტიის ნაწილმა შეწყვიტა ორპარტიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ცივი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას გლობალურ ძალას უნარჩუნებდა. კვირების განმავლობაში, რესპუბლიკელთა პალატამ არაერთხელ თქვა უარი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, კიევის დასახმარებლად გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, რამაც განაპირობა კიდეც ბოლოდროინდელი ცვლილებები ბრძოლის ველზე.

ორწლიანი დაუსრულებელი ომის შემდეგ, ანტირუსულ კოალიციაში ბზარები გაჩნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონის გლობალური გავლენა ცივი ომის დიდების დღეების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა

რესპუბლიკური პარტიის რღვევა მისი ლიდერით იწყება. თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ფიონა ჰილის აზრით, დონალდ ტრამპი იმდენად უარყოფითად იყო განწყობილი ვლადიმირ პუტინის მიმართ 2018 წელს ჰელსინკიში გამართული „ლეგენდარულად დამღუპველი პრესკონფერენციის“ დროს, რომ კრიტიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, „კრემლი აკონტროლებდა ამერიკის პრეზიდენტს“. მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა. როგორც The New York Times-ის მიმომხილველმა, დევიდ ბრუკსმა ახლახან აღნიშნა, რესპუბლიკური პარტიის ისტორიული „იზოლაციონიზმი ჯერ კიდევ გრძელდება“. მართლაც, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის დეკემბრამდე Pew Research Center-მა დაადგინა, რომ რესპუბლიკელების (რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ უკრაინას „ზედმეტად დიდ მხარდაჭერას“ უწევს) პროცენტული მაჩვენებელი 9%-დან 48%-მდე გაიზარდა. ტენდენციის ახსნისას, ბრუკსმა აღნიშნა, რომ „ტრამპის პოპულიზმი ნამდვილად წარმოადგენს რამდენიმე ძალიან ლეგიტიმურ ღირებულებას: იმპერიული ზემოქმედების შიშს… [და] მუშათა კლასის ხელფასების დაცვის აუცილებლობას გლობალიზაციის ზემოქმედებისგან“.

ღაზას კრიზისი

ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ამერიკულმა ხელმძღვანელობამ, − რომელსაც ახლდა მზარდად ქაოსური შიდა პოლიტიკა, − ღაზას კრიზისი, უკრაინის მსგავსად, სრულიად უკონტროლო გახადა. ცივი ომის დასასრულს, 1993 წელს, როცა ახლო აღმოსავლეთი მყისიერად გამოეთიშა დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას, ისრაელმა და პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ ოსლოს შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავდა პალესტინის მმართველობის შექმნას, რაც პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ორი სახელმწიფოს პრინციპისკენ (two-state solution). თუმცა, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ვაშინგტონის არაეფექტიანმა ინიციატივებმა ვერ შეძლო პალესტინისა და ისრაელის მთავრობებს შორის იმ უფსკრულის ამოვსება, რამაც ამ პრინციპის პროგრესს ხელი შეუშალა.

დიდი ბრიტანეთი სერიოზულ კოლონიურ კრიზისს შეეჯახა ინდოეთში, ირანსა და პალესტინაში, ვიდრე 1956 წელს დაიშლებოდა. ცივი ომის შემდგომ წლებში საბჭოთა კავშირიც, თავის მხრივ, გამოწვევებს წააწყდა ჩეხოსლოვაკიაში, ეგვიპტესა და ეთიოპიაში

2005 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა არიელ შარონმა გადაწყვიტა გაეყვანა თავისი თავდაცვის ძალები ღაზას სექტორიდან, რათა გაეუმჯობესებინა ისრაელის უსაფრთხოება და საერთაშორისო სტატუსი. თუმცა, ორ წელიწადში „ჰამასის“ მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება ღაზაში და ჩამოაგდეს პალესტინის ხელისუფლება, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მეთაურობით. 2009 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერმინისტრის პოზიცია დაიკავა, რასაც უწყვეტად ფლობს უკვე 15 წლის განმავლობაში და მალევე აღმოაჩინა „ჰამასის“ მხარდაჭერის სარგებლიანობა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო ორი სახელმწიფოს პრინციპის დასაბლოკად, რაც მას ასე ეზიზღებოდა.

გასაკვირი არ არის, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ტრაგიკული თავდასხმის შემდეგ, The Times of Israel-მა გამოაქვეყნა სტატია ჰედლაინით: „წლების განმავლობაში ნეთანიაჰუ მხარს უჭერდა „ჰამასს“. ახლა კი მათ ჩვენ თვალწინ აფეთქებს“. თავის მთავარ პუბლიკაციაში, უფროსი პოლიტიკური კორესპონდენტი ტალ შნაიდერი იტყობინება: „წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით, აღიარებდა მიდგომას, რომელიც ყოფდა ძალაუფლებას ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს შორის, რამაც აიძულა პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, გადაედგა ნაბიჯები, რომლებიც მხარს უჭერდა „ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებას“.
18 ოქტომბერს, ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის შემდეგ, რამაც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული მსხვერპლი მოუტანა, პრეზიდენტი ბაიდენი თელ-ავივში ჩაფრინდა ნეთანიაჰუსთან შესახვედრად. ეს შეხვედრა საოცრად ჰგავდა ტრამპის შეხვედრას პუტინთან, ჰელსინკის პრესკონფერენციაზე. მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ შეაქო პრეზიდენტი „ცივილიზაციისა და ბარბაროსულ ძალებს შორის მკაფიო ხაზის გავლებისთვის“, ბაიდენმა მხარი დაუჭირა მანიქეისტურ შეხედულებას „ჰამასის“ დაგმობით, იმ „ბოროტებისა და სისასტიკის ჩადენისთვის, რაც მათთან შედარებით ISIS-საც კი უფრო რაციონალურს ხდის“. ბაიდენი ამავდროულად, „საპასუხო თავდასხმებისთვის“ იარაღის მიწოდებას დაჰპირდა ისრაელს. პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ წინა ალიანსზე ან ორი სახელმწიფოს პრინციპზე. ამის ნაცვლად, თეთრმა სახლმა ვეტო დაადო გაეროს წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ამერიკის ამჟამინდელ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ შიდა პოლიტიკის დისბალანსი, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო იზრდება გლობალური გამოწვევების ფონზე

ისრაელისთვის იარაღის ხუთთვიანი მიწოდების, გაეროში სამი ვეტოსა და ნეთანიაჰუს გეგმის მხარდაჭერის შემდეგ, ბაიდენმა ძირი გამოუთხარა ამერიკულ დიპლომატიას როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ნოემბერსა და თებერვალში, ბერლინის ლონდონის, მადრიდის, მილანის, პარიზის, სტამბოლისა სხვა ქალაქების მოსახლეობა ქუჩაში ღაზაში მშვიდობის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა.

პრობლემა ტაივანის სრუტეში

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი დაკავებულია ღაზითა და უკრაინით, ის ამავდროულად სერიოზული კრიზისის ზღვარზე დგას ტაივანის სრუტეშიც. პეკინის დაუნდობელი ზემოქმედება კუნძულ ტაივანზე გრძელდება. იმ დამატებითი სტრატეგიის შემდეგ, რომელსაც პეკინი 2014 წლიდან იყენებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზების უზრუნველსაყოფად, პეკინი ნელ-ნელა ახშობს ტაივანის სუვერენიტეტს. კუნძულის საჰაერო სივრცის რღვევის მაჩვენებელი 400-დან (2020 წელს) 1700-მდე (2023 წელს) გაიზარდა. ანალოგიურად, ჩინურმა ხომალდებმა 2022 წლის აგვისტოდან 300-ჯერ გადაკვეთეს გამყოფი ხაზი ტაივანის სრუტეში და ფაქტობრივად წაშალეს იგი. როგორც კომენტატორმა ბენ ლუისმა აღნიშნა, „მალე ჩინეთისთვის აღარ იარსებებს ხაზი, რომლის გადაკვეთაც დასჭირდება“.
1979 წელს, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა პეკინი „ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ მთავრობად“ აღიარა, მან აღიარა ტაივანიც ჩინეთის შემადგენლობაში. თუმცა, ამავდროულად, კონგრესმა, 1979 წელს მიიღო ტაივანთან ურთიერთობების აქტი, რომელიც მოითხოვდა შემდეგს: „შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ძალისმიერ ქმედებებს… თუ იგი საფრთხეს უქმნის ტაივანში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას“.
ასეთი ყოვლისმომცველი გაურკვევლობა თითქოს მართვადი ჩანდა 2022 წლის ოქტომბრამდე, ვიდრე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე იტყოდა, რომ „გაერთიანება უნდა მოხდეს“. საბედისწერო კონტრაპუნქტში, ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, პრეზიდენტი ბაიდენი ამტკიცებდა, რომ აშშ დაიცავდა ტაივანს „უპრეცედენტო თავდასხმის“ შემთხვევაში.
თუმცა, ორი ან სამი ავიამზიდის დანაკარგის გათვალისწინებით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა, სავარაუდოდ, უკან დაიხიეს და ტაივანი იძულებული გახდა პეკინთან გაერთიანების პირობებზე მოლაპარაკებებს დათანხმებოდა. ასეთი დამამცირებელი უკუქცევა აშკარას ხდის იმ ფაქტს, რომ 80 წლის შემდეგ აშშ-ის ბატონობა წყნარ ოკეანეში საბოლოოდ დასრულდა, რაც კიდევ ერთი დარტყმა იქნება ამერიკის გლობალური ჰეგემონიისთვის.

ვაშინგტონი ამჟამად სამი რთული გლობალური კრიზისის წინაშე დგას, რომელთაგან თითოეული თავის ყურადღებას მოითხოვს. ნებისმიერი მათგანი გამოწვევა იქნებოდა ყველაზე გამოცდილი დიპლომატისთვისაც კი. მათი ერთდროულობა შეერთებულ შტატებს პოტენციური უკუსვლის მდგომარეობაში აყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შიდა პოლიტიკა ქაოსის ეპოქას უახლოვდება.

წყარო: https://www.eurasiareview.com/29032024-is-the-american-empire-now-in-its-ultimate-crisis-oped/


ავტორი:
78 წლის ამერიკელი ისტორიკოსი, პროფესორი ალფრედ მაკკოი