სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეპოქაში, აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს 2021 წლის იანვარში სოციალურ ქსელ Twitter-ში პირადი გვერდი გაუუქმეს.
Twitter-თან ერთად ტრამპს შეუზღუდეს Facebook-ის გამოყენებაც.
ტამპი იძულებული გახდა შეექმნა საკუთარი სოციალური ქსელი – Truth, სადაც მან Twitter-ში დაბრუნების შესახებ დაწერა და თქვა რომ ეს არ ნიშნავდა Truth-ის დასრულებას. მისი განმარტებით აღნიშნულ პლატფორმას კვლავ აქტიურად გამოიყენებს ამერიკელ ხალხთან კომუნიკაციისთვის.
მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა შეიძინა კომპანია Twitter, მან დაწესებული შეზღუდვების გაუქმება დაანონსა.
რამდენიმე დღის წინ, მასკმა მომხმარებლებს კითხვით მიმართა – აღედგინა თუ არა ტრამპი Twitter-ში. გამოკითხვაში 15 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათი უმრავლესობის გადაწყვეტილების მიხედვით, მასკმა Twitter-ში დააბრუნა ტრამპის ოფიციალური ანგარიში.
მასკმა, უკანასკნელ პერიოდში Twitter-ზე წვდომა ცნობილ კანადელ ფსიქოლოგს ჯორდან პეტერსონსაც აღუდგინა, რომელიც ყოფილი მენეჯმენტის ცენზურის ქვეშ მოხდვა, მისი განცხადებები უაპელაციოდ მიიჩნიეს ჰომოფობიურად და Twitter-დან წაშალეს.