‘ტვიტერის’ (Twitter) მფლობელმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, შაბათს განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპს მომავალ კვირას ბრალს წაუყენებენ ან დააპატიმრებენ და „ხელბორკილებს დაადებენ“, ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„თუ ეს მოხდება, ტრამპი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, – დაწერა მასკმა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე.
სასამართლოდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის გამართვა ხუთშაბათს მოითხოვეს და არა დანიშნეს. შეხვედრაზე უნდა განიხილონ „მომავალ კვირას ლოგისტიკის ორგანიზება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი მოლოდინით, ტრამპს მომავალ კვირას წაუყენებენ ბრალს“, – განაცხადა წყარომ, რომელიც ამ გეგმას კარგად იცნობს.
მოსალოდნელია, რომ ინიციატივას საკუთარ თავზე იაღებს საიდუმლო სამსახური, რისი უფლება მისცენ და რისი არა – მაგალითად, გადაწყვეტილება იმის შესახებ დაადონ თუ არა ტრამპს ხელბორკილები.
შესაძლო ბრალდება ეფუძნება მრავალწლიან გამოძიებას ვითომც ტრამპმა პორნომსახიობ სთორმი დენიელსს „დუმილის სანაცვლოდ ფული“ გადაუხადა.
2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მიწურულს დონალდ ტრამპის იმჟამინდელმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა, დენიელსს 130 ათასი აშშ დოლარი გაუგზავნა, რათა ამ უკანასკნელს 2006 წელს ტრამპთან სქესობრივი ურთიერთობის შესახებ კრინტი არ დაეძრა. ყოფილი პრეზიდენტი მსახიობთან რომანს უარყოფს. ნიუ იორკის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი ხუთი წელი იძიებდა ამ სკანდალს, რომელიც „დუმილის სანაცვლოდ ფულის“ გადახდას უკავშირდება. გამოძიება 2016 წელს დაიწყო.
დონალდ ტრამპმა შესაძლო ბრალდების შესახებ შაბათს დილით სოციალური ქსელის, Truth Social-ის, საკუთარ გვერდზე დაწერა და მიუთითა, რომ მას „სამშაბათს დააპატიმრებენ“.
გასულ პარასკევს მანჰეტენის ოლქის პროკურატურამ არც „დაადასტურა და არც კომენტარი გააკეთა“ მოსალოდნელი ბრალდების შესახებ.
ეს საბრალდებო დასკვნა ინტერნეტში პოლემიკის საგანი გახდა. ინტერესდებიან რა გავლენას მოახდეს ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრამპის მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გამოძიება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
„ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება! ასე იქცევიან კომუნისტურ ქვეყნებში, რათა თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები გაანადგურონ! კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა სასამართლოში უნდა გამოიძახონ ეს კომუნისტები და ბოლო უნდა მოუღონ ამას!“ – დაწერა ‘ტვიტერზე’ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა (R-Ga).
ყოფილმა კანონმდებელმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც ტრამპის შეურიგებელი ოპონენტია, ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე დაწერა: „არღვევთ კანონს, მიდიხართ ციხეში. სასტიკად დამარცხებით, მარჯ“.
ამერიკელი მწერალი და კარიკატურისტი სკოტ ადამსი იზიარებს მასკის აზრს, რომ ამ ბრალდებამ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება ტრამპის გამარჯვების შანსები გაზარდოს.
„თუ ტრამპს ხელბორკილები დაადეს იგი თქვენი მომავალი პრეზიდენტი გახდება“, – დასძინა ადამსმა.
თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. „ვაშინგტონ პოსტის“ (Washington Post) მიმომხილველმა, გრეგ სარჯენტმა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროგნოზები სკანდალების შესახებ, ვითომც ისინი ტრამპას გამარჯვებაში დაეხმარებოდა, არ გამართლდა.
„კვლავ გვეუბნებიან, რომ ტრამპის პასუხისმგბელობა, რომელიც კორუფციასა და სისხლისსამართლებრივ დანაშაულს უკავშირდება, რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ასე არ მოხდა. ხალხი ამბობდა, რომ იმპიჩმენტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა, თუმცა მან არჩევნები წააგო“, – დასძინა სარჯენტმა.
წყარო: https://is.gd/4EFwc4