2 ივნისი, 2023 წ.
‘ტესლასა’ (Tesla) და ‘სფეისიქსის’ (SpaceX) მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი პეკინში Tesla-ს ქარხანას ეწვია. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობაზე მკაცრი შეზღუდვა დააწესა, ეს მასკის პირველი ვიზიტია ჩსრ-ში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესის გასაფართოვებვლად მზად არის. მასკმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკების გაყოფის წინააღმდეგია.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ინტერესები სიამის ტყუპებივით გადაჯაჭვულია, განუყოფელია“, – დასძინა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
სააგენტო ‘როიტერსი’ (Reuters) ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მასკი, რომელიც ‘ტვიტერის’ (Twitter) მეპატრონეცაა, ჩინეთიდან თავის სოციალურ ქსელში ჯერ არ შესულა. კომუნისტურ ქვეყანაში ეს პლატფორმა ამჟამად აკრძალულია, თუმცა ვირტუალური კერძო ქსელის მეშვეობით ზოგიერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩინურმა მხარემ მასკს აცნობა, რომ ჩინეთი ინვესტორებისთვის, მათ შორის Tesla-სთვის, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მზად არის.
ჩინეთი შეერთებული შტატების შემდეგ Tesla-სთვის სიდიდით მეორე ბაზარია. შანხაიში უდიდესი ავტქარხანა მდებარეობს, რომელიც ევროპის ბაზარს მანქანებით ამარაგებდა, სანამ გასულ წელს გერმანიაში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნებოდა.
წყარო: https://rmx.news/china/elon-musk-says-china-and-the-us-are-siamese-twins/