Twitter Spaces-ზე ფართომასშტაბიანი, ორსაათიანი კითხვა-პასუხის დროს მასკმა მსმენელებს განუცხადა: „სიმართლე რომ გითხრათ, იმის რისკი, რომ რაღაც ცუდი ამბავი შემემთხვას ან თუნდაც მესროლონ, საკმაოდ მაღალია. სურვილის შემთხვევაში არც ისე რთულია ადამიანის მოკვლა. ასე რომ, იმედია ამას არ გააკეთებენ, ბედი გამიღიმებს და ეს არ მოხდება… ამის რისკი ნამდვილად არსებობს“.
Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, რომელიც „სიტყვის თავისუფლების დამცველად“ მიიჩნევს თავს, დასძინა: „საბოლოოდ, ჩვენ ისეთი მომავალი გვინდა, სადაც არ შეგვავიწროვებენ“.
„[სადაც] ჩვენს სიტყვას არ ჩაახშობენ, რეპრესიების შიშის გარეშე შევძლებთ იმის თქმას, რაც გვსურს. სანამ სხვას ზიას არ აყენებთ, სიტყვის თქმის უფლება უნდა მოგეცეთ“.
Twitter Spaces-ზე მასკმა ე.წ. „ტვიტერის ფაილების“, შიდა დოკუმენტების, შესახებ ისაუბრა, რომლებიც პარასკევს ჟურნალისტმა, მეთ თაიბიმ გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფაილებში, მოცემული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის გუნდი 2020 წლის ოქტომბერში, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ბაიდენს პრეზიდენტად აირჩევდნენ, Twitter-ის თანამშრომლებს კონკრეტული პოლიტიკური კონტენტის წაშლას ავალდებულებდა.
ელექტრონული წერილების „სქრინშოთების“ თანახმად, Twitter-ის თანამშრომლებმა განზრახ გააუქმეს, დაბლოკეს ან ცენზურის ქვეშ მოაქციეს ის მომხმარებლები, რომლებიც ბ-ნი ბაიდენის შვილის, ჰანტერის, ნოუთბუქის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდნენ.
„თუ Twitter-ი არჩევნებამდე ერთი გუნდის განკარგულებით მოქმედებს და ანადგურებს განსხვავებულ ხმებს გადამწყვეტ არჩევნებზე, ეს არჩევნებში ჩარევაა“, – განაცხადა მასკმა, რომელიც პლატფორმის ყოფილი მენეჯმენტს მკაცრად აკრიტიკებს.
ტვიტებში კარგად ჩანს შიშველი ჰანტერ ბაიდენი, რომელიც კრეკს ეწევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯო ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის თანამშრომლებმა Twitter-ის იმჟამინდელ მენეჯმენტს მათი წაშლა დაავალეს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც პლატფორმის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, Twitter-ის რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა გამოაქვეყნა, რომლებიც Twitter-ის ხელმძღვანელთა ელექტრონული წერილებია თავმოყრილი. კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელები ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქის შესახებ ცენზურაში აწესებდნენ.
ამ წერილებიდან ერთ-ერთში, რომელიც ათი დღის შემდეგ გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც The New York Post-მა პირველმა გაავრცელა ნოუთბუქის შესახებ ინფორმაცია იმავე წლის 14 ოქტომბერს, Twitter-ის თანამშრომლებს იმ ხუთი ტვიტის „გადახედვას“ სთხოვდნენ, რომლებსაც „ბაიდენის გუნდი“ პრობლემატურად მიიჩნევდა.
ამჟამად, ჰანტერის მამა, ჯო, მძიმე პოლიტიკურ სკანდალშია. მან უნდა განმარტოს თუ რატომ უბრძანა მისმა გუნდმა Twitter-ის თანამშრომლებს იმ ტვიტების წაშლა, რომლებსაც, როგორც ჩანს, პრობლემატურად მიიჩნევდნენ, რადგან ჰანტერის ნოუთბუქის კონტენტის განხილვას უკავშირდებოდა.