პოლიტიკასხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმს ვუდსი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს

0

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმს ვუდსი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს: „ნიქსონი გადადგა, როდესაც მისი დამქაშები თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობდნენ, ბ-ნო ბაიდენ, ახლა თქვენი ჯერია!“

მას შემდეგ, რაც Twitter-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც დემოკრატები სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან, ჯეიმს ვუდსმა დემოკრატების არაკომპეტენტური და არაამერიკული ქცევის გამო ხმა აიმაღლა.
რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა და ამერიკელმა ჟურნალისტმა, მეთ თაიბიმ, Twitter-ის შიდა დოკუმენტების გამოქვეყნებით ფარდა ახადეს თაღლითურ ქმედებას, რაც ცხადად ადასტურებს, რომ რამდენიმე ბიუროკრატი ამერიკელთა ფუნდამენტურ უფლებებსა და არჩევანში უხეშად ერეოდა.
ჰოლივუდის მსახიობი ჯეიმს ვუდსი, რომელიც დემოკრატებს თვალში არ მოსდით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადადგომას მოითხოვს. „რა განსხვავებაა ‘ტვიტერის ფაილებსა’ და ‘უოთერგეითის სკანდალის’ შორის შედეგობრივად და არსებითად? ნიქსონმა თანამდებობა დატოვა, როდესაც მისმა დამქაშებმა სიტყვის თავისუფლების ჩახშობა სცადეს. ბ-ნო ბაიდენ, ახლა თქვენი ჯერია“, – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჯეიმს ვუდსმა.
ფაილებმა ცხადყო, რომ დემოკრატებმა ვუდსი სპეციალურად ამოიღეს მიზანში და Twitter-ის მორჩილ ხელმძღვანელობას უბრძანეს, რომ ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის აქტივობა ცენზურას დაქვემდებარებულიყო.
„მადლობა თქვენ, @elonmusk, რომ ამერიკელებსა და მთელ მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – თავისუფალი სიტყვა – დაუბრუნეთ“.
„გპირდებით, ადვოკატს ავიყვან და დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს სასამართლოში ვუჩივლებ“, – წერს მსახიობი.
ჰოლივუდის მსახიობს თანადგომას უცხადებს ცნობილი ქანთრი მომღერალი ჯონ რიჩი, რომელიც დემოკრატებს კოშმარად მიიჩნევს.