პოლიტიკასხვადასხვა

„ჰამასის“ ლიდერები: ჩვენ მსოფლიო ღრმა ძილიდან გამოვაფხიზლეთ და პალესტინის საკითხს აქტუალობა დავუბრუნეთ

0

„ჰამასის“ ლიდერებმა „ნიუ იორკ თაიმსს“ (New York Times) განუცხადეს, რომ მათ ღაზას მართვა არ აინტერესებთ, თუმცა სურთ, ისრაელთან „პერმანენტული“ ომი აწარმოონ, რაც მათი აზრით, არაბული სამყაროსგან მხარდაჭერას მოუპოვებს და პალესტინის საკითხს აქტუალობას არ დაუკარგავს.

ღაზას კარგად მართვის ან პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მიზნით ინსტიტუტების ჩამოყალიბება, როგორც ჩანს, აზრადაც კი არ მოსვლიათ.
საჭირო იყო „თანაფარდობის შეცვლა და არა მხოლოდ კონფლიქტის დაწყება“, − განუცხადა Times-ს კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს წევრმა ჰალილ ალ-ჰაიამ.
„პალესტინის საკითხს აქტუალობა დავუბრუნეთ და ამჟამად რეგიონში მშვიდად ყოფნის ფუფუნება არავის აქვს.”

საჭირო იყო „თანაფარდობის შეცვლა და არა მხოლოდ კონფლიქტის დაწყება“

„ვფიქრობ, ისრაელთან ხანგრძლივი ომი გვექნება და არაბული სამყარო გვერდით დაგვიდგება“, − განუცხადა Times-ს „ჰამასის“ მედიამრჩეველმა ტაჰერ ელ-ნუნუმ.
ამ ჯგუფის მიზანს არ წარმოადგენს „ღაზას მართვა, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ა.შ.“, − განაცხადა ალ-ჰაიამ და დასძინა, რომ „ჰამასმა“, „ქასამმა“ და “წინააღმდეგობის მოძრაობამ” მსოფლიო ღრმა ძილიდან გამოაფხიზლეს და ეს საკითხი კვლავ განხილვის თემად უნდა იქცეს“.

„ვიმედოვნებ, ისრაელთან პერმანენტული ომი გვექნება და არაბული სამყარო გვერდით დაგვიდგება“

„ეს ბრძოლა იმიტომ არ დაწყებულა, რომ საწვავს ან სამუშაო ადგილებს ვსაჭიროებდით. ეს ბრძოლა ღაზაში სიტუაციის გაუმჯობესებისთვის არ დაწყებულა. ეს ბრძოლა ვითარების აბსოლუტურ შეცვლას ემსახურება“.
„ჰამასის“ ლიდერებმა კარგად უწყოდნენ, რომ მათ დაგეგმილ თავდასხმას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. მათი განცხადებით, მზარდი იმედგაცრუებისთვის, რომლის თანახმად პალესტინა ყველამ მიატოვა, ბოლო უნდა მოეღოთ.
კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4104 ბავშვი.
„ჰამასმა“ 240 ადამიანი აიყვანა მძევლად.

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4104 ბავშვი

„თანაფარდობის შეცვლა მხოლოდ მნიშვნელოვან ქმედებას შეეძლო და უეჭველია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ქმედებას დიდი რეაქცია მოჰყვებოდა. ადამიანებისთვის უნდა გვეთქვა, რომ პალესტინის საკითხი დავიწყებას არ მისცემია“, − დასძინა ალ-ჰაიამ.
ომის დაწყებამდე საუდის არაბეთი და ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზაციას ცდილობდნენ, რომელსაც პალესტინელთა ცხოვრების პირობები უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი არ ყოფილა.

https://www.breitbart.com/middle-east/2023/11/08/hamas-leaders-to-ny-times-no-interest-in-helping-palestinians-gaza-want-permanent-war-against-israel/

https://nypost.com/2023/11/08/news/hamas-leaders-admit-they-hope-for-permanent-war-do-not-care-about-running-gaza/