პოლიტიკასხვადასხვა

გვინეელი კარდინალი დასავლური ცივილიზაციის შესახებ (ვიდეო)

0

რობერ სარამ, რომელიც კურიის 24 კარდინალიდან ერთ-ერთია, დასავლური ცივილიზაციის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
ჟურნალისტი: თქვენ დასავლური სამყაროს მიმართ შეშფოთება გამოხატეთ. რამ განაპირობა ეს?

კარდინალი: ყველაზე დიდ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ ევროპამ თავის წარმომავლობასთან დაკარგა კავშირი. მას ფესვები აღარ აქვს, ხე კი ფესვების გარეშე კვდება. ვშიშობ, რომ დასავლეთი კვდება. ამის მრავალი ნიშანი არსებობს. ბავშვებს აღარ აჩენენ, თქვენ სხვა ცივილიზაციები გიპყრობენ, რომლებსაც სხვა კულტურა აქვთ, რაც წყვდიადისკენ მიგაქანებთ. ისინი მთლიანად შეცვლიან თქვენს კულტურას, რწმენასა და ღირებულებებს.