პოლიტიკასხვადასხვა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

0

ბერლინი (როიტერსი) – ოლაფ შოლცის მთავრობაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი 16 იანვარს თამადებოდიდან გადადგა. მისდამი სკეპტიციზმი მას შემდეგ გაზიარდა, როდესაც უკრაინის ომის ფონზე გერმანიის შეიარაღებული ძალების აღდგენა ვერ შეძლო.
„დღეს კანცლერს თავდაცვის ფედერალური მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართე“, – განაცხადა ლამბრეხტმა, რომელიც შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრია.

ლამბრეხტის თანამდებობიდან წასვლა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ გერმანია ზეწოლის ქვეშა იმყოფება, რაც კიევისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების გაზრდის დადასტურებას უკავშირდება, ხოლო გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, როდესაც რამდენიმე ბრონირებული საბრძოლო მანქანა ‘პუმა’ ბოლო სამხედრო წვრთნებისას მწყობრიდან გამოვიდა.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ ბუნდესვერი – გერმანიის შეიარაღებული ძალები – სწრაფად ვერ აღადგინა ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამ მიზნის განსახორციელებლად 100 მილიარდი ევრო გამოყვეს.

გერმანული მედიამ მის სავარაუდო შემცვლელებად სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ბუნდესვერის საპარლამენტო კომისარი ივა ჰაგელი, ამავე პარტიის თავმჯდომარე ლარს კლინგბაილი და შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰაილი დაასახელა.
სამთავრობო წყაროების თანახმად, ჯერჯერობით უცნობია დღეს დაასახელებს თუ არა შოლცი ლამბრეხტის შემცვლელის ვინაობას.
შემცვლელი სწრაფად უნდა მოძებნონ, რადგან ხუთშაბათს ბერლინში აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ელიან, რომელიც პარასკევს რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე, რომელიც რაინლანდ-პფალცში მდებარეობს, კონფერენციას უნდა დაესწროს, რომელზეც უკრაინისთვის სამომავლო მხარადაჭერის შესახებ უნდა იმსჯელონ.

ლამბრეხტი სულ ცოტა ხნის წინ მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, რადგან ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის ჯარისკაცებსა და ჯარისქალებს, თუმცა ფოიერვერკების ხმაურის ფონზე, როგორც ჩანს, უკრაინის ომი სასიამოვნო პირად შეხვედრებში აერია.

„როგორი იყო 2022 წელი? მან არაერთი დაუჯერებელი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ევროპის შუაგულში ომი მძვინვარებს. მას უკავშირდება ჩემთვის არაერთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება, დიდებულ ადამიანებთან ბევრი საინტერესო შეხვედრა გავმართე“, – განაცხადა ლამბრეხტმა ვიდეოში.

წყარო: https://is.gd/7P1SIO