პოლიტიკასხვადასხვა

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების პროცესი აღკვეთეს

0

7 დეკემბერს გერმანიაში დაჯგუფების 25 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, რომლებიც პროკურატურის ცნობით, ძალადობრივი მეთოდებით გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ზოგიერთი წევრი პარლამენტზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ორგანიზაციის წევრების განცხადებით გერმანიას მართავს ე.წ. Deep State (სიღრმისეული სახელმწიფო). ისინი თანამედროვე გერმანიის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ უფრო დიდი Deutsche Reich-ი ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომში მარცხი იწვნიეს.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სახელმწიფოს მომავალ ლიდერად შეთქმულების ხელმძღვანელი პრინცი ჰაინრიხ XIII რეისი მოიაზრებოდა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი ‘რუდიგერი ვ.პ.’ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია.
პროკურატურის თქმით, რეიხის სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰაინრიხი რუსეთის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებსაც შეთქმულები მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევდნენ. თუმცა იმის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ წარმომადგენლებმა მათ თხოვნას დადებითად უპასუხეს.
გერმანიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ გერმანიაში რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებსა და საკონსულოებს ტერორისტული თუ სხვა უკანონო დაჯგუფებების წარმომადგენლებთან კავშირი არ აქვთ.

წყარო: https://www.euractiv.com/section/justice-home-affairs/news/germany-arrests-25-suspected-of-violent-far-right-coup/