საზოგადოებასხვადასხვა

გელაპის კვლევა: ბოლო ათწლეულში ამერიკელ მოზარდთა შორის ორჯერ გაიზარდა LGBTQ იდენტიფიკაცია

0

„გელაპის“ ბოლო გამოკითხვის თანახმად, ბოლო ათწლეულში შეერთებულ შტატებში ორჯერ გაიზარდა იმ მოზარდების რიცხვი, რომლებიც LGBTQ თემს მიაკუთვნებენ თავს.
2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე „გელაპმა“ დაადგინა, რომ ამერიკელ მოზარდთა 7.2 პროცენტი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლად (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან სხვ.) მიიჩნევდა თავს, 2012 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 3.5 პროცენტი იყო.
გამოკითხვის თანახმად, არატრადიციული ორიენტაციის ამერიკელების ნახევარზე მეტი თავს ბისექსუალად მიიჩნევს, რაც ამერიკელი მოზარდების 4.2 პროცენტია. ამერიკელთა 1.4 პროცენტმა განაცხადა, რომ გეები არიან, 1 პროცენტი თავს ლესბოსელად მიიჩნევს, ხოლო 0.6 პროცენტმა აღიარა, რომ ტრანსგენდერები არიან.
ლგბტქ იდენტიფიკაციის ზრდა ძირითადად ახალგაზრდებში შეიმჩნევა. Z თაობის ზრდასრულთა 19.7 პროცენტის თქმით, ისინი ლგბტქ თემს მიაკუთვნებენ თავს, ხოლო იგივე სიტყვები მილენიალთა 11.2 პროცენტმა გაიმეორა.
ძველ თაობებში LGBTQ იდენტიფიკაციის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. X თაობაში 3,3 პროცენტია, ბეიბი ბუმის თაობაში  2,7 პროცენტი, ხოლო უფრო ადრეულ თაობაში 1,7 პროცენტი.
გამოკითხვის თანახმად, ბეიბი ბუმერებისა და მისი წინა თაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც LGBTQ თემს მიაკუთვნებენ თავს, ძირითადად გეები არიან, ვიდრე დღევანდელი ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად ბისექსუალებად წარმოაჩენენ თავს.
შეერთებულ შტატებში LGBTQ თემის, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერების მიმართ მკაფიო პოლიტიკას ატარებენ, რესპუბლიკური პარტიის კონტროლირებული შტატების საკანონდებლო ორგანოები. სამხრეთი დაკოტა მეექვსე შტატია, რომელმაც ამ თვის დასაწყისში ახალგაზრდებში გენდერის შეცვლის პროცედურები აკრძალა. ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, გასულ წელს საბავშვო ბაღებში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ სწავლება აკრძალა. მისი თქმით, ეს თემები სასწავლო დაწესებულებაში „უადგილოა“.

2022 წელს „გელაპმა“ 10,736 ზრდასრული ადამიანი გამოკითხა, ცდომილების ზღვარი 1 პროცენტული პუნქტი იყო. ხოლო 584 გამოკითხულ ზრდასრულთა შორის, რომლებიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებად მიიჩნევენ თავს, ცდომილების ზღვარი  5 პროცენტული პუნქტი იყო.

წყარო: https://is.gd/AYU7gh