პოლიტიკასაზოგადოებასხვადასხვა

გელაპის გამოკითხვა: ბოლო ათ წელიწადში ამერიკელთა შორის სოციალური კონსერვატიზმი კიდევ უფრო პოპულარული გახდა

0

12 ივნისი, 2023 წ.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც სოციალურ კონსერვატორებად მიიჩნევენ თავს, რვა პროცენტს ასცდა. კომენტატორების ვარაუდით, ეს დიდი ნახტომია, რაც უპირველესად ლგბტ-მოძრაობის აგრესიული ტაქტიკისადმი ერთგვარი პასუხია.

„გელაპის“ (Gallup) მიერ ახლახან გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2022 წელს ამერიკელი სოციალური კონსერვატორების რიცხვი 33 პროცენტს აღწევდა, ხოლო 2023 წელს მათი რაოდენობა 38 პროცენტს მიუახლოვდა, ამ დროს კი ლიბერალების რაოდენობა 34 პროცენტიდან 29 პროცენტამდე დაეცა.

კომპანიის ყოველწლიური „გამოკითხვა ღირებულებებისა და რწმენის შესახებ“ 1-24 მაისის შუალედში ჩატარდა, „ამ დროს კი მრავალი შტატი ტრანსგენდერებთან, აბორტთან, სისხლის სამართლის დანაშაულთან, ნარკოტიკების მოხმარებასა და სკოლებში გენდერსა და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს“ განიხილავს.

„გელაპის“ ანგარიშში აღნიშნულია: „ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველა პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ქვეჯგუფში სოციალურ საკითხებთან მიმართებით კონსერვატიული იდენტიფიკაციის ზრდა შეინიშნება. 2021 წელს რესპუბლიკელთა შორის ზრდის მაჩვენებელმა 60-იდან 74 პროცენტს მიაღწია. უპარტიოთა შორის მოკრძალებული ზრდაა − 24 პროცენტიდან 29 პროცენტამდე, დემოკრატებს შორის კი ცვლილება არ მომხდარა (10 პროცენტი როგორც 2021, ასევე 2023 წელს).

2021 წლიდან საშუალო ასაკის (30-64 წწ.) ადამიანებში ამ იდეოლოგიამ მნიშვნელოვნად მოიკიდა ფეხი − ორნიშნა ზრდა შეინიშნება. ამავდროულად, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ხანდაზმულ ამერიკელთა იდეოლოგია სტაბილურია, ახალგაზრდებში კი კონსერვატიული სოციალური იდეოლოგიის ზომიერი ზრდა შეინიშნება“.

„ლგბტქ-მოძრაობამ შეიძლება იმდენი შეძლოს, რომ უფრო მეტი ამერიკელი გახდეს „სოციალური კონსერვატორი“, − განაცხადა Conservatism: A Rediscovery-ის ავტორმა იორამ ჰაზონიმ. ნაციონალური კონსერვატიზმის მამოძრავებელი ძალა ფეხს იკიდებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.

„აი, რა ხდება, როცა მემარცხენეები ძალისხმევას არ აკლებენ ბავშვების სექსუალიზაციას, ახალგაზრდებში ტრანსგენდერიზმის წახალისებას, ბიჭებს ქალთა სპორტში გადასვლას აიძულებენ და ადამიანები იქამდე მიჰყავთ, რომ ეს სულელური ტაბლეტები მიიღონ. შეწყვიტეთ. ხალხს არ უნდა ეს სიგიჟე“, − დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კონსერვატორმა მიმომხილველმა და Center for a Free Economy-ის პრეზიდენტმა რაიან ელისმა.

„ქანქარა მარჯვნივ იხრება“, − აღნიშნა მწერალმა და Gab.com-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ტორბამ.

წყარო: https://www.lifesitenews.com/news/social-conservatism-among-americans-increases-to-its-highest-rate-in-a-decade-gallup-poll/?