5 მაისი, 2023 წ.
რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ გრასლი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ჯეიმს ქომერი გამოძიების ფედერალური ბიუროს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობისას სავარაუდო დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რომ იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს აქვთ არაკლასიფიცირებული FD-1023 ანკეტა, რომელშიც ის სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა არის მოცემული, რომელშიც იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და უცხო ქვეყნის მოქალაქე იყვნენ ჩართული. ეს სქემა პოლიტიკური გადაწყვეტილებების სანაცვლოდ ფულის გადახდას უკავშირდება“, ნათქვამია ოთხშაბათს გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდისა, და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეისთვის, გაგზავნილ წერილში.
„გვჯერა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აქვს არაკალსიფიცირებული დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ძალიან სერიოზულ და დეტალური ბრალდებები, რომლებიც შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს ეხება “, – განაცხადა გრასლიმ ერთობლივ განცხადებაში.
„ინფორმაცია, რომელიც ერთმა პირმა მოგვწოდა, შეშფოთებას იწვევს, რადგან იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად ჩართული იყო მექრთამეობაში. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, გაყიდა თუ არა პრეზიდენტმა ბაიდენმა ფულის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატები“, – დასძინა ქომერმა.
სენატორი გრასლი დიდი ხანია გამოთქვამს შეშფოთებას პოლიტიკური მიკერძოების გამო, რაც მაღალ დონეზე ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოძიებებზე უარყოფითად აისახება. ეს იმ გამოძიებებსაც ეხება, რომლებიც ბაიდენის ოჯახის უცხოურ ბიზნესოპერაციებსა და საბანკო ჩანაწერებს უკავშირდება.
ჯეიმს ქომერი და წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი ბაიდენის ოჯახის საეჭვო ბიზნესსქემებს იძიებენ, რათა დაადგინონ ბაიდენის ოჯახი უცხოელი აქტორების სამიზნე ხომ არ არის, კომპრომეტირებული ხომ არ არის პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ ხომ არ დგას. ზედამხედველობის კომიტეტმა სქელტანიანი ფინანსური დოკუმენტები მოიპოვა, რომლებიც ბაიდენის ოჯახის წევრების ბიზნესტრანზაქციებსა და მათ პარტნიორებს ეხებათ. ცოტა ხნის წინ კომიტეტმა ერთ გარიგებას ახადა ფარდა, რომლის შედეგადაც ჩინურმა ენერგოკომპანიამ მესამე პირის მეშვეობით ბაიდენის ოჯახის რამდენიმე წევრსა და მათ კომპანიებს 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაუხადა.
სენატორმა ქომერმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს უწყება გაუგზავნა, რათა 10 მაისს ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდეს.
წყარო: https://is.gd/xr1eWv