საზოგადოებასხვადასხვა

გამოკითხვის თანახმად, კანადელების 7 პროცენტი პედოფილიას ნორმად მიიჩნევს

0

26 მაისი, 2023 წ.

Research Co.-ს ჩატარებული გამოკითხვის თანახად, კანადელთა 7 პროცენტისთვის პედოფილია მორალურად მისაღებია.
„არსებობს მნიშვნელოვანი გენდერული სხვაობა, როდესაც კანადელებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან, – განაცხადა Research Co.-ის პრეზიდენტმა მარიო კანსეკომ პრესრელიზში.
„იმ დროს, როცა ქალბატონების 65 პროცენტისთვის პედოფილია მორალურად მისაღებია, მამაკაცებში რაოდენობითი თანაფარდობა 50 პროცენტამდე მცირდება“.
კანადელთა სამი მეოთხედისთვის კონტრაცეფცია მისაღებია, ხოლო 71 პროცენტს იგივე დამოკიდებულება აქვს განქორწინების მიმართ. ორ მესამედზე მეტი ქორწინებამდე სექსსა და კანონიერი ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენას ნორმალურად მიიჩნევს.
კანადელთა ნახევარზე მეტისთვის მორალურად მისაღებია შემდეგი სოციალური საკითხები: ევთანაზია (58%), ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა (57%), სამედიცინო კვლევისას ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენება (55%), აბორტი (53%) და აზარტული თამაშები (52%).
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერთი მესამედი პორნოგრაფიასა და პროსტიტუციას დასაშვებად მიიჩნევს. ამ საკითხებთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო მეტად ორჭოფობენ (40%), ვიდრე ქალბატონები (24%).
კანადელთა სამი მეათედისთვის ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის ყიდვა და ტარება ნორმალურია. 2022 წელს ასე 6 პროცენტით მეტი ფიქრობდა.
კანადელთა 22 პროცენტი ფიქრობს, რომ ცხოველებზე სამედიცინო ტესტირება ნორმალურია, მათ კლონირებას კი მხოლოდ 20 პროცენტი უჭერს მხარს.
კანადელთა ერთ მეოთხედზე ნაკლები ფიქრობს, რომ გამოკითხვაში შეტანილი შემდეგი ხუთი საკითხი მისაღებია: პოლიგამია (21%), თვითმკვლელობა (20%), ნარკოტიკების უკანონო მოხმარება (19%), ღალატი (18%) და ადამიანთა კლონირება (11%).
ეს გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა არაბინარული პროფესორი დაიქირავა, რომელმაც განაცხადა, რომ სირცხვილია ადამიანს პედოფილი უწოდო.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 25 მაისს ფილოსოფიის დოქტორი ელინ უოკერი პოსტდოქტორანტის რანგში მურის ცენტრს შეუერთდება“, – განაცხადეს მურის ცენტრში.
უოკერმა თავის წიგნში A Long Dark Shadow: Minor-Attracted People and their Pursuit of Dignity, პედოფილის ნაცვლად ტერმინი არასრულწლოვანით მოხიბლული ადამიანი გამოიყენა.
ხსენებული გამოკითხვა 12-14 მაისს ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც 1,000 ზრდასრულ კანადელი მონაწილეობდა. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი +/- 3.1 პროცენტული პუნქტია, 20-დან 19-ჯერ.

https://www.westernstandard.news/news/poll-finds-7-of-canadians-view-pedophilia-as-ok/article_e772d0f6-f9a4-11ed-aac2-ff4bd6e52b5a.html