პოლიტიკასხვადასხვა

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში უზენაეს სასამართლოს ამერიკელთა მხოლოდ 25 პროცენტი უცხადებს ნდობას

0

ჯონ ლ. დორმენი, 7 აპრილი

• ‘გელაპის’ (Gallup) გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს  რესპოდენტთა მხოლოდ 25 პროცენტი უცხადებდა ნდობას;
• ივნისში უზენაეს სასამართლოს დემოკრატების 13 პროცენტი და რესპუბლიკელების 39 პროცენტი ენდობოდა;
• 2022 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  – ‘როუ უეიდის წინააღმდეგ’ (Roe v. Wade) – გააუქმა.

‘გელაპის’ ახალი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს ამერიკელთა რეკორდულად პატარა რაოდენობა უცხადებს ნდობას.
გამოკითხვისას უზენაესი სასამართლოს მიმართ რესპოდენტთა მხოლოდ 25 პროცენტმა გამოხატა „დიდი“ ან „საკმაოდ დიდი“ ნდობა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 40 პროცენტს აღწევდა, ხოლო 2021 წელს კი 36 პროცენტს.
დემოკრატებს შორის რესპოდენტთა მხოლოდ 13 პროცენტმა განაცხადა, რომ ენდობა უზენაეს სასამართლოს – და ეს იყო იმ სენსაციურ გადაწყვეტილებამდე, რომელმაც გააუქმა Roe v. Wade, 1973 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელმაც შეერთებულ შტა

წყარო: https://is.gd/MW7DZD