ავტორი კერი ჯეი. ბერნი, ფოქს ნიუსი, 19 აპრილი, 2023 წ.
შოკისმომგვრელი ანგარიში, რომელიც გაეროს მხარდაჭერილმა იურისტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა, არასრულწლოვანებთან სქესობრივ კავშირს დასაშვებად მიიჩნევს.
„სქესობრივი აქტი იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ასაკს ქვემოთ არიან, თანხმობის არსებობის შემთხვევაში, კონსენსუალურად უნდა ჩაითვალოს და კანონით აღარ დაისაჯოს.”- ამის შესახებ ჯერ კიდევ მარტში წერდა ჟენევაში დაფუძნებული ‘იურისტთა საერთაშორისო კომისია’, რომელიც ფინანსდება გაეროს ერთობლივი პროგრამის -UNAIDS-ის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ – OHCHR.
UNAIDS-ის ოფიციალირ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის სახელწოდებაა The 8 March Principles for a Human Rights-Based Approach to Criminal Law Proscribing Conduct Associated with Sex, Reproduction, Drug Use, HIV, Homelessness and Poverty, მოზარდებსა და არასრულწლოვანებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზაციისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს, თუმცა მასში ნათქვამია, რომ ბავშვებს სექსუალური შინაარსის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და კანონიერი უფლება აქვთ.
„გაეროს თანახმად, ბავშვებს შეუძლიათ, რომ უფროსებთან სქესობრივ კავშირზე თანხმობა განაცხადონ. თავიდანვე ამას გეგმავდნენ“, – დაწერა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე სოციალური მედიის ინფლუენსერმა, იან მაილს ჩანმა.
ანგარიში, რომელშიც არაფერია ნათქვამი სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის საჭირო რეკომენდებულ ასაკზე, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოქვეყნდა, აცხადებს ზემოხსენებული კომისია და მიანიშნებს, რომ ქალთა უფლებებსა და სექსუალური ხასიათის თანხმობისთვის საჭირო ასაკს შორის, კავშირი არსებობს.
ოდესღაც წარმოუდგენელი რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ელიტური იურისტებისგან მომდინარეობს, როგორც ჩანს მიანიშნებს, რომ პედოფილიის ნორმალიზაცია შესაძლებელია.
ამ ანგარიშმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელებში საშინელი რეაქცია გამოიწვია.
„გაერო სავსეა პედოფილებით!!!!“, – დაწერა ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყოფილმა კანადელმა ვარსკვლავმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, თეო ფლერიმ, ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე.
„გაეროს ეს ანგარიში საზიზღრობაა… ბავშვებსა და არასრულწლოვანებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზაციას ცდილობს. ბოროტებაა“, – დაწერა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა, მიშელ ურიარაუმ, რომელიც ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ცხოვრობს.
‘იურისტთა საერთაშორისო კომისია’ თავის მოხსენებაში წერს: „ამ კონტექსტში სისხლის სამართლის აღსრულება უნდა გამოხატავდეს 18 წლამდე ასაკის პირთა უფლებებსა და უნარს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები შეთანხმებული სქესობრივი კავშირის დამყარებასთან დაკავშირებით და ასევე უნდა გამოხატავდეს მათ უფლებებს, რომ მოუსმინონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ ეხებათ“.
წყარო: https://is.gd/Rk2OVb