უკრაინა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის
2022 წლის ზამთარში, ომის დაწყების პირველ ეტაპზე უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობდა.
ომის დაწყებიდან 20 თვის შემდეგ, უკრაინა დიდი დანაკარგების გამო, ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის.
გასულ კვირას ჟურნალმა Times გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 43 წელია.
გასული წლის მარტის მდგომარეობასთან შედარებით საშუალო ასაკი 10 წლით გაიზარდა. უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები დანაკარგებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.
დასავლური წყაროების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 500 000-ს აჭარბებს
ომი კი გრძელდება და ზელენსკი კონცენტრირებულია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციაზე. ის მათ არწმუნებს, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
Reuters-ის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ 35% ემხრობა უკრაინის დახმარების გაგრძელებას.
ვიდრე ამერიკელი კანონმდებლები იმაზე ბჭობენ, გაუგზავნონ თუ არა დამატებითი შეიარაღება უკრაინას, ამასობაში ცოცხალი ძალა უფრო დიდ პრობლემად იქცა, ვიდრე შეიარაღება
ხვალ, სულ რომ ყველა დაპირებული აღჭურვილობა გაუგზავნოს ამერიკამ უკრაინას, შესაძლოა აღარ დარჩეს მათი გამომყენებელი ადამიანი.
https://www.businessinsider.com/average-age-ukrainian-soldier-43-amid-personnel-problems-2023-11