პოლიტიკასხვადასხვა

Fox News-მა ტაკერ კარლსონი აშშ-ში არსებული რეჟიმის დღის წესრიგის გამო გაუშვა

0

ავტორი პოლ ჯოზეფ უოთსონი, 28 აპრილი, 2023 წ.

აშშ-ის არმიის ფსიქოლოგიური ოპერაციების ყოფილი ოფიცრის, სკოტ ბენეტის, თქმით, Fox News-მა ტაკერ კარლსონი რეჟიმის დღის წესრიგის გამო გაუშვა სამსახურიდან, რათა „არაინფორმირებული, ნახევრად გონებაჩლუნგი კვაზი ჩამორჩენილი მოსახლეობა შეინარჩუნოს“.
ტაკერ კარლსონისა და Fox News-ის გზები 24 აპრილს გაიყარა. ყველაზე რეიტინგული და ყველაზე პოპულარული წამყვანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეკულაციები დღემდე გრძელდება.
ბენეტის სიტყვით, კარლსონი ინსტიტუციურ ძალას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა, რადგან ამერიკელები  ნამდვილ „მკვლევრებად და მოაზროვნეებად“ გადააქცია.
კარლსონმა მაყურებელს შესთავაზა „ინტელექტუალიზმი, სიმართლე და ანალიტიკური სიღრმე, რაც სხვა არცერთ ჟურნალისტს არ გაუკეთებია შეერთებული შტატების ისტორიაში, როგორც მახსოვს“, – განაცხადა ტერორიზმთან ბრძოლის ამერიკელმა ექსპერტმა.
ტაკერი უნდა „დადუმებულიყო“, რადგან ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა „ხელისუფლებებსა და მონარქებს, ინსტიტუტებსა და დღის წესრიგებს, რომლებსაც გაუნათლებელი, არაინფორმირებული, ნახევრად გონებაჩლუნგი კვაზი ჩამორჩენილი მოსახლეობა სჭირდებათ, რომლებიც კითხვებს არ სვამენ, არ იკვლევენ, არ აანალიზებენ, არამედ უბრალოდ ითვისებენ და მიჰყვებიან ინსტრუქციებს“, – ამბობს ბენეტი.
„ტაკერ კარლსონმა უკრაინაში FTX-ისა და დემოკრატიული პარტიის ჩადენილ დანაშაულებებს – თაღლითობასა და ფულის გათეთრებას – ახადა ფარდა, რომლებშიც შეერთებული შტატების მთავრობაც მონაწილეობდა. მან ასევე გამოააშკარავა უკრაინაში მოქმედი ამერიკული ბიოქიმიური ლაბორატორიები მათი კავშირი დემოკრატიულ პარტიასთან, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, ჰილარი კლინტონთან, ჯორჯ სოროსთან, ბილ გეითსთან, ასევე შეერთებული შტატების სხვა სამთავრობო უწყებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებთან“, – განუცხადა ბენეტმა ‘სპუტნიკს’.
კორუმპირებული ამერიკული მედია და პოლიტიკური ისტებლიშმენტი ყოფილი წამყვანის ანტირეჟიმულ რიტორიკას „ვეღარ მოითმენდა“, – განაცხადა ბენეტმა და დასძინა, რომ მისი გათავისუფლება „ამერიკული მედიის სიკვდილზე“ მიანიშნებს.

აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცრის თქმით, სენატორმა ჩაკ შუმერმა დაიქადნა, რომ ტაკერის ეთერიდან მოსაშორებლად თუ მას სამსახურიდან არ გაათავისუფლებდნენ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოყენებით საიდუმლო სამთავრობო ოპერაციებს ჩაატარებდა.
შუმერი კარლსონის ეთერიდან მოშორების მოწოდებით ადრეც გამოვიდა, როდესაც ჟურნალისტმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ 6 იანვრის „ბუნტის“ ლიდერები კაპიტოლიუმში სინამდვილეში სახელისუფლო ორგანოებმა შეუშვეს.
როგორც ადრე უკვე აღვნიშნეთ, ტაკერის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი შოუს ყოფილი პროდიუსერის, ები გროსბერგის, სარჩელია, რომლის თანახმადაც იგი იჩაგრებოდა და ამასთანავე სექსუალურ და ანტისემიტურ შევიწროებასაც განიცდიდა.
თუმცა გროსბერგის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი კარლსონს არასოდეს შეხვედრია.

წყარო: https://is.gd/65YdFO