რესპუბლიკელების მიერ დაანონსებული “წითელი ტალღა” ვერ შედგა. დემოკრატების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობა, ასევე კონსერვატორი პოლიტიკის კომენტატორები და ანალიტიკოსები, რომლებიც მკვეთრად უპირისპირდებიან ლიბერალების აღვირახსნილ იდეოლოგიას, რესპუბლიკური პარტიის მიერ მიღებულ შედეგებს აკრიტიკებენ. კონსერვატიული ძალების მხარდამჭერები, მედიაში უკვე ლაპარაკობენ რესპუბლიკელების არასაკმარის მცდელობაზე, დაესრულებინათ დემოკრატების მმართველობა, რაც მათივე შეფასებით დამღუპველია ამერიკისთვის. პოლიტიკის კომენტატორები ასახელებენ რამდენიმე გამონაკლისს, განსაკუთრებულად კი, გამოყოფენ რონ დესანტისს, რომელმაც 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში ფლორიდის გუბერნატორობა ხელმეორედ დაიმსახურა. დესანტისმა, დემოკრატი მეტოქე 1.5მლნ-ზე მეტი ხმის სხვაობით დაამარცხა. (59.4%/40%)
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, “საპროგნოზო სახლებსა” და ბუკმეიკერულ პორტალებზე მკვეთრად გაიზარდა, 2024 წელს საპრეზიდენტო კანდიდატად დესანტისის ნომინირების შანსები.
“New York Times”-ის პირველ გვერდზე დაიბეჭდა სტატია სათაურით – “DeFUTURE”(მომავალი), რომელშიც მას რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდა ვარსკვლავს უწოდებენ.
გამოცემა “The American Conservative” – ის მთავარი რედაქტორი კი წერს, რომ ამერიკული კონსერვატიზმის მომავალი დონალდ ტრამპთან არ არის. როდ დრეჰერის შეფასებით, ამერიკული პოლიტიკური კონსერვატიზმის მომავალი რონ დესანტისს, ჯეი.დი, ნანსს, და მათნაირ ნაციონალ-კონსერვატიული სტილის რესპუბლიკელებს ეკუთვნის.
დესანტისი, ღიად უპირისპირდება ლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის სამიზნეც უკვე ბავშვები გახდნენ.
არჩევნებში გამარჯვების საზეიმო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა: “ფლორიდა იქნება ადგილი, სადაც “woke”(გამოღვიძება) კამპანია საბოლოოდ დამარცხდება”! მან ასევე დაასახელა მიზეზები, რამაც ეს გამარჯვება განაპირობა – “ჩვენ გვქონდა და გვაქვს გამბედაობა ვმართოთ ისე, როგორც ჩვენ გვჯერა!
ჩვენ, ვიცავთ მშობლების უფლებებს! ჩვენ ვირჩევთ განათლებას და არა ინდოქტრინაციას!(მოზარდებზე იდეოლოგიის თავსმოხვევა-მთარგმნ.)
ფლორიდა იყო საღი აზრის თავშესაფარი, როცა მთელი მსოფლიო შეიშალა! ჩვენ ვირჩევთ კანონის უზენაესობას და არა უწესრიგობასა და არეულობას!
ჩვენ, ვაფასებთ ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს! ჩვენ უარვყოფთ “woke”(გამოღვიძება-მთარგმნ.) იდეოლოგიას და ფლორიდა იქნება ის ადგილი, სადაც ეს იდეოლოგია მოკვდება” – ამობს დესანტისი
ემოციური მიმართვის დასასრულს დესანტისმა დაანონსა, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყსია და რომ ის აპირებს კიდევ უფრო შორს წავიდეს ამ გზაზე.
შუალედური არჩევნების პირველადი შედეგებით იმედგაცრუებული ამერიკელებისთვის, რონ დესანტისი ნათელი წერტილია. მას უწოდებენ “რესპუბლიკელების დეფაქტო ლიდერს” და მეტიც “ამერიკის გუბენატორს”.