ახალი ამბებისხვადასხვა

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე სიტყვით გამოსვლაზე ზელენსკის უარი განუცხადა

0

CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა FIFA-ს თხოვნით მიმართა, ზელენსკისთვის მიეცათ საშუალება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ვიდეო მიმართვა გაეკეთებინა. CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მხარემ აღნიშნულ თხოვნაზე უარი მიიღო, რაზეც გაკვირვება არ დაუმალავს პრეზიდენტის ოფისს: “ჩვენ ვფიქრობდით რომ FIFA საკუთარ პლატფორმას დიდი სიკეთის მხარდასაჭერად გამოიყენებდა” – თქვეს ზელენსკის წარმომადგენლებმა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხზე უკრაინასა და ფეხბურთის მესვეურებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

წყარო: https://is.gd/XDrAWy