პოლიტიკასხვადასხვა

FBI-ის სენსაციური დოკუმენტის თანახმად, Burisma-ს ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს ქრთამის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი გადასცა

0

10 ივნისი, 2023 წ.

დღის სინათლეზე გამოსული გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საიდუმლო დოკუმენტის (FD-1023) თანახმად, ბუნებრივი აირის მომპოვებელი უკრაინული კომპანია Burisma Holdings-ის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს 5 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი ხსენებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ FBI-ს 2020 წლის ივნისში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს უცნობა პირმა (კონფიდენციალური წყარო) განუცხადა.

უცნობმა წყარომ დაწვრილებით აღწერა 2015 წლიდან Burisma-ს ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრები და საუბრები. ეს ადამიანი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის 2010 წლიდან მუშაობდა, რომელსაც ბიურომ დაახლოებით 200 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა.

Burisma-ს ხელმძღვანელის თქმით, კომპანიას „ბაიდენებისთვის ფული უნდა გადაეხადა“, რადგან უკრაინის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.

ზემოხსენებული წყაროს სიტყვით, მან Burisma-ს ხელმძღვანელს შესთავაზა, „თითოეული მათგანისთვის 50 ათასი აშშ დოლარი გადაეხადა“, რაზეც უკრაინული კომპანიის ხელმძღვანელმა უპასუხა: „50 ათასი არა, „5 მილიონი“. „5 მილიონი აშშ დოლარი ერთ ბაიდენს, ხოლო 5 მილიონი აშშ დოლარი მეორე ბაიდენს“.

Fox-ს კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ უკრაინულმა კომპანიამ ბაიდენებს ეს ფული სამართლებრივი პრობლემების მოგვარების, მათ შორის კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტის, სანაცვლოდ გადაუხადა.

Burisma-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან ბაიდენებს „სხვადასხვა საბანკო ანგარიშით გადაურიცხა ფული“, რათა გამომძიებლები, „სულ მცირე, 10 წელი ვერ გარკვეულიყვნენ ამ საქმეში“.

ფიქრობენ, რომ დოკუმენტში მოხსენიებულ „დიდ ბიჭში“ ჯო ბაიდენი იგულისხმება.

Burisma-ს დირექტორის თქმით, მათ „დიდი ბიჭისთვის უშუალოდ არ გადაუხდიათ“. ამავდროულად, წყაროები Fox-ს ეუბნებიან, რომ ეს პიროვნება, როგორც ჩანს, კომპანიაში „ძალიან, ძალიან მაღალ თანამდებობას“ იკავებს. ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ იგი შესაძლოა პრეზიდენტი მიკოლა ზლოჩევსკი იყოს, თუმცა დოკუმენტში ხელმძღვანელის სახელი რედაქტირებულია.

ბაიდენი კამერის წინ ტრაბახობდა, რომ შოკინის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

„მე ვთქვი: თქვენ მილიარდს ვერ მიიღებთ. აქედან წასვლას ვაპირებ“. მათ შევხედე და ვუთხარი: „ექვსი საათის შემდეგ მივდივარ. თუ პროკურორს არ გაათავისუფლებთ, ფულს ვერ მიიღებთ“, − განაცხადა ბაიდენმა 2018 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ღონისძიებაზე და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან საუბარი გაიხსენა.

„ძაღლიშვილი, გაათავისუფლეს“, – განაგრძო ბაიდენმა, – „და ძალიან სანდო ადამიანი დანიშნეს“.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპის იმპიჩმენტს სწორედ იმიტომ მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ საკითხით დაინტერესდა. ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა და მოუწოდა, რომ განსაკუთრებით უკრაინულ კომპანიაში ჰანტერის საქმიანობითა და შოკინის გათავისუფლებაში ჯო ბაიდენის მონაწილეობით დაინტერესებულიყო.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წყარომ რესპუბლიკელ სენატორ ჩაკ გრასლისა (R-IA) და წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარე ჯეიმს ქომერს (R-KY) მიმართა და აცნობა, რომ FD-1023 გამოძიების ფედერალურ ბიუროში ინახებოდა.

წყარო 1: https://www.foxnews.com/politics/biden-allegedly-paid-5-million-by-burisma-executive

წყარო 2: https://www.zerohedge.com/markets/revealed-bombshell-fbi-document-alleges-5-million-bribe-paid-joe-biden-burisma-exec