გასულ წელს ქრისტიანებზე თავდასხმების შესახებ ცნობები 44%-ით გაიზარდა
ცოტა ხნის წინ, ევროპაში ქრისტიანების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ობსერვატორიისა (OIDAC Europe) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ „ბებერ კონტინენტზე“ ქრისტიანების მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულება იზრდება.
მონაცემების თანახმად, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს ქრისტიანებზე თავდასხმების მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა.
დაწვის მიზნით ქრისტიანულ დაწესებულებებზე თავდასხმები გახშირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა მსგავსი ინციდენტების რიცხვი. მხოლოდ გერმანიაში თავდასხმის 231 ფაქტი დაფიქსირდა.
მონაცემების თანახმად, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს ქრისტიანებზე თავდასხმების მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა
მაქსიმილიან კრაჰმა, რომელიც მემარჯვენე-ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფედერალური აღმასრულებელი საბჭოს წევრი და AfD-ის ერთ-ერთი კანდიდატია, 2024 წლის ევროპის საარჩევნო კამპანიაში შეშფოთება გამოთქვა შედეგების გამო.
„ევროპაში ქრისტიანებზე გახშირებული თავდასხმების შესახებ ცნობები თავისთავად საგანგაშოა, თუმცა შეშფოთებას პრესის გულგრილი დამოკიდებულებაც იწვევს, რადგან პოლიტიკური და მედიამეინსტრიმი ასეთ ფაქტებს უგულებელყოფს“. „ტოლერანტობის შესახებ რიტორიკა უსარგებლოა, თუ ის ქრისტიანებსაც არ ეხება. ასე რომ, რატომ არის გამაყრუებელი სიჩუმე?“ − იკითხა კრაჰმა.
„ალბათ ეს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ძალიან ხშირად ანტიქრისტიანული თავდასხმების უკან მემარცხენე იდეოლოგები ან ის ადამიანები დგანან, რომლებიც აცხადებენ, რომ დაცვას ცდილობენ“, − განაცხადა AfD-ის წევრმა და დასძინა, რომ მისი პარტია ვალდებულია ამ საკითხთან მიმართებით ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს.
„ტოლერანტობის შესახებ რიტორიკა უსარგებლოა, თუ ის ქრისტიანებსაც არ ეხება. ასე რომ, რატომ არის გამაყრუებელი სიჩუმე?“
ამა წლის დასაწყისში გერმანიაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი სირიელი ძმები დააკავეს, რომლებიც შვედეთის ეკლესიის აფეთქების გეგმებზე მსჯელობდნენ, ხოლო ამავე წლის მარტში ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში დაწყებულ სროლას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იანვარში მაჩეტეში შეიარაღებული არალეგალი მაროკოელი მიგრანტი ესპანეთის ქალაქ ალხესირასის ერთ-ერთ ეკლესიაში შეიჭრა და მღვდელს ცივი იარაღით კისერში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სხვა ეკლესიაში უდანაშაულო ადამიანს თავს დაესხა. მაროკოელი მიგრანტი გაქცევის მცდელობისას ქალაქის მოედანზე მოკლეს.
https://rmx.news/european-union/violence-against-christians-is-growing-in-europe/